ბიზნესი
22/05/2023

კავკასიის ავტოიმპორტი: უკრაინაში ავტომობილებზე ხელოვნური მოთხოვნა გაჩნდა, განვაახლეთ გაყიდვები

უკრაინაში გაყიდვები განვაახლეთ, ცხადია, ეს არ არის ის ციფრები, რაც ომამდე იყო, თუმცა აღნიშნული ფაქტი ოპტიმისტურ მოლოდინებს აჩენს. ვფიქრობთ, რომ მომავალში, უახლოეს 1-2 წელიწადში,გაყიდვების ძველ მაჩვენებლებს დავუბრუნდებით, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტის” გაყიდვების დირექტორმა ალექსანდრე ვეკუამ განუცხადა.

მისი თქმით, კომპანიას, ამჟამად, უკრაინაში 8 ფილიალის ნაცვლად 3 ფილიალი აქვს.  რაც შეეხება გაყიდვებს, რუსეთ-უკრაინის ომამდელ პერიოდთან შედარებით ფიქსირდება 60%-იანი ვარდნა.

ვეკუას ინფორმაციით, მიუხედავად ამისა,  უკრაინულ ბაზარზე  გაჩნდა ხელოვნური მოთხოვნა, რაც საომარმა ვითარებამ განაპირობა.

"შიდა ბაზარზე დეფიციტია, ამიტომ მისი შევსება ძირითადად, ამერიკიდან გვიწევს. უკრაინელები ჩვენგან, უმეტესად, ბიუჯეტურ 15 ათას დოლარამდე ღირებულების, 10 წლამდე ავტომობილებს ყიდულობენ“, - განმარტავს ალექსანდრე ვეკუა.

„კავკასიის ავტოიმპორტის” გაყიდვების დირექტორმა სხვა საექსპორტო ბაზრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი შუა აზიის ქვეყნებში გააქტიურებულია.

„3-4 წლის წინ შუა აზიის ბაზრებზე, მაგალითად - ყაზახეთში თუ არ ხდებოდა ავტომობილების ექსპორტი, დღეს უკვე ამ ბაზრებმა წინა ფლანგზე გადმოიწია. ამჟამად, საქართველოდან ავტომობილების საექსპორტო ბაზრების სიაში, პირველ-მეორე ადგილს იყოფენ ყაზახეთი და ყირგიზეთი. შემდეგ მოდის სომხეთი და აზერბაიჯანი. შუა აზია, როგორც მომხმარებელი დაუბრუნდა საქართველოს და დღეს, ჩვენი ქვეყნიდან ამ მიმართულებით ათასობით ავტომობილის ექსპორტი ხდება“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ „კავკასიის ავტოიმპორტის” გაყიდვების დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, შუა აზიის ბაზრებზე, უფრო ხშირად, 5 წლამდე, 15-დან 25 დოლარამდე ღირებულების ავტომობილები გადის ექსპორტზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022