ბიზნესი
18/03/2021
ქართველ მეცნიერებს სახელმწიფო გამოგონებების კომერციალიზაციაში დაეხმარება
ქართველ მეცნიერებს სახელმწიფო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით გამოგონებების კომერციალიზაციაში დაეხმარება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
“საქმე ეხება სამეცნიერო გამოკვლევებს და გამოგონებებს, რომელიც ქართველ მეცნიერებს დამუშავებული აქვთ სხვადასხვა ქართულ სამეცნიერო უნივერსიტეტში. სახელმწიფო მათ ამ გამოგონებების კომერციალიზაციაში დაეხმარება.
ეს არის ძალიან კარგი ხიდი მეცნიერებასა და ბიზნესს შორის. ის გამოგონებები, რაზეც მუშაობენ ჩვენი ქართველი მეცნიერები, ბევრი მართლაც ძალიან უნიკალურია. დავეხმაებით მათ დაინტერესებული ინვესტორი იპოვონ და ჩადგნენ ჩვენი და გლობალური ეკონომიკის სამსახურში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.