ბიზნესი
27/07/2023

"ქართულმა ხიზილალამ" წარმადობა 15-20%-ით გაზარდა და ახალი პროდუქტები გამოუშვა

თევზისა და თევზის პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიამ, სახელწოდებით „ქართული ხიზილალა“ წარმადობა 15-20%-ით გაზარდა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე დადიანიძემ განუცხადა, „ქართულმა ხიზილალამ“ ასორტიმენტი გააფართოვა და ცივი და ცხელი შებოლვის პროდუქციის წარმოება დაიწყო.

„ეს გულისხმობს სხვადასხვა სახეობის თევზის როგორც  ცივ, ისე ცხლად შებოლვის პროცესს. ახალი პროდუქტები რეალიზაციაში უკვე ჩავუშვით და ჯერჯერობით, ადგილობრივად, ჩვენივე მეურნეობაში არსებულ საფირმო მაღაზიაში იყიდება“, - განმარტა ალექსანდრე დადიანიძემ.

მისივე თქმით, ახალ პროდუქციაზე მოთხოვნა მაღალი არ არის, რაც ზაფხულის სეზონს უკავშირდება.

„ზაფხული ამ პროდუქციის რეალიზაციისთვის იდეალური დრო ნამდვილად არ არის, ამიტომ გაყიდვების ზრდას შემოდგომიდან ველოდებით. გარდა ამისა, კიდევ ვამატებთ ზღვის პროდუქტებს. ესპანეთიდან ჩამოგვაქვს ექსკლუზიურად, დაახლოებით, 8 სახეობის ზღვის პროდუქცია“, - აღნიშნა „ქართული ხიზილალას“ ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ეს პროდუქტები იქნება: კრევეტები, კალმარები, არგენტინული ლანგუსტები და სხვა. ისინი რეალიზაციაში, დაახლოებით, 1 თვეში ჩაეშვება.

ცნობისთვის, კომპანია „ქართული ხიზილალა“ ბაზარზე 2003 წელს გამოჩნდა. მის საკუთრებაშია გორის რაიონის სოფელ კარალეთში მდებარე რამდენიმე თევზსაშენი, საფირმო მაღაზია და რესტორანი „თევზის სახლი“. ამ ეტაპზე, კომპანია წელიწადში 150  ტონაზე მეტ სხვადასხვა სახეობის თევზს აწარმოებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023