ბიზნესი
28/04/2023

ქართული ზეთისხილის პირველი სანერგე მეურნეობა გაიხსნა

საქართველოში ზეთისხილის პირველი სანერგე მეურნეობა გაიხსნა. როგორც კომპანია „ქართულ ზეთისხილში“ აცხადებენ, გრძელვადიანი პერიოდის  მიზანი   იმპორტის სრული ჩანაცვლებაა.  

„სანერგე მეურნეობამ ჯერ ნაწილობრივ, სამომავლოდ კი ალბათ სრულად უნდა შეძლოს იმპორტ ჩანაცვლება - მომავალი წლისთვის უკვე მილიონი ქართული ნერგის გახარებას ვვარაუდობთ.

მიდის მუშაობა ზეთისხილის ისეთი ქართული ჯიშის გამოყვანაზე, რომელსაც მორწყვა არ დასჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაგეგმილი გვაქვს 20-მდე სხვადასხვა ჯიშის შემოტანა თურქეთიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, მაროკოდან და ტუნისიდან ენდემური კუპაჟების შექმნის მიზნით. ეს ჩანაფიქრებიც ამ სანერგის საექსპერიმენტო ბაზაზე უნდა განხორციელდეს“-აცხადებენ კომპანიაში.

როგორც ცნობილია, 2016 წლის 26 მარტს, სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში კომპანიამ "ქართული ზეთისხილი" გადამამუშავებელი პირველი ქარხანა გახსნა. 

ზეთისხილის საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. ქარხნის წარმადობა სეზონზე რამდენიმე ასეული ტონა ზეთისხილის მარინადის და ექსტრა ვირჯინის უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთის წარმოების შესაძლებლობას იძლევა.

კომპანიამ „ქართული ზეთისხილი“ მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა, რის შედეგედაც 300 ჰექტარზე ზეთისხილის პლანტაცია (250 ათასი ზეთისხილის ნერგი) გაშენდა.

დღეს ქართული ზეთისხილის ზეთმა ადგილობრივი ბაზრის 10-12% დაიკავა,  ჩანაცვლებულია იმპორტირებული პროდუქტის დაახლოებით 20-22%-ი. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023