ბიზნესი
20/04/2021
ქართული წარმოების სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 56%–ით გაიზარდა
ქართული მედიკამენტებზე საექსპორტო ბაზრებზე მოთხოვნა იზრდება.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მარტში უცხოეთის ბაზრებზე $19 მლნ-ზე მეტის სამკურნალო საშუალებები გავიდა, რაც წლიური 56.3%-იანი ზრდაა.
საქართველოდან 2020 წლის იანვარ-მარტში $12.2-ის სამკურნალო საშუალებებია ექსპორტირებული.
სამკურნალო საშუალებების წილი მთლიან ექსპორტშიც გაზრდილია და 2.3%–ს შეადგენს. 2020 წლის პირველ კვარტალში სამკურნალო საშუალებების წილი კი საექსპორტო პროდუქციაში 1,6%–ს შეადგენდა.
მედიკამენტები ქართული ექსპორტის წამყვან ათეულში მეცხრე პოზიციაზეა.