ბიზნესი
20/05/2023

ქართული სტარტაპი "თილანსერი" სექტემბრიდან დედაქალაქის სკოლებში გამოჩნდება

ქართული სტარტაპი „თილანსერი“, ციფრულ საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც კერძო მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ერთმანეთთან აკავშირებს.

სტარტაპი სექტემბრიდან ინოვაციურ მიმართულებას - „თილანსერი სკოლებისთვის“ დედაქალის სკოლებისთვის იწყებს. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2-თან“ სტარტაპის დამფუძნებელმა, საბა ასლამაზიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საწყის ეტაპზე თბილისის მასშტაბით 50-ზე მეტ სკოლაში იგეგმება შესვლა, როგორც არაფორმალური განათლების კომპონენტი. სკოლებში იქნება კლუბები, სადაც მოსწავლეები ისეთ მიმართულებებს შეისწავლიან, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არ ისწავლება.  დედაქალაქის შემდეგ კი, სტარტაპი მთელი საქართველოს მასშტაბის ათვისებას აპირებს.

სტარტაპს ამ ეტაპზე აქტიური მოლაპარაკებების ყაზახეთისა და უზბეკეთის წარმომადგენლებთან აქვს და ერთი წლის განმავლობაში  ამ ბაზრებზე გასვლა განიხილება.

„უზბეკეთსა და ყაზახეთში ციფრული მარკეტინგი ისე არაა განვითარებული, როგორც საქართველოში. შესაბამისად, მომხმარებელზე გასვლა უფრო რთულია.

უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ფუნქციონალების გაფართოებას, რაც გულისხმობს დავალებების მენეჯმენტის სექციის დამატებას, სადაც მოსწავლეს შეეძლება ერთი აპლიკაციის გამოყენებით ატვირთოს დავალება. რაც შეეხება მშობელს, მათ შეეძლებათ აკონტროლონ შვილის დავალებები და საგნებზე გაცდენები. „ -აცხადებს ასლამაზაშვილი.

როგორც სტარტაპის დამფუძნებელი აღნიშნავს, 4 თვის მონაცემებით პლატფორმაზე უკვე 380 მენტორია წარმოდგენილი, ასევე 200-ზე მეტი კურსდამთავრებული და ამ დროისთვის  5000-ზე მეტი წინასწარი რეგისტრაციაა განხორციელებული.

ცნობისთვის, ქართული სტარტაპი „ თილანსერი“ არის ციფრული საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ბაზარზე 6 თვეა რაც ფუნქციონირებს და მოიცავს პროფესიულ  მიმართულებებს, მაღალი უნარჩვევების კურსებსა და ზოგად საგანმანათლებლო მიმართულებებს. პლატფორმაზე რეგისტრაციისას მომხმარებელი ფილტრაციის საშუალებით პოულობს მასწავლებელს და გადის მისთვის სასურველ კურსს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023