ბიზნესი
21/03/2023

ქართული მარწყვი დუბაიში გაიყიდება - "აგროსფეისი" ექსპორტისთვის ემზადება

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მწარმოებელი ქართული კომპანიები, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში გაჩენილი, ახალი შესაძლებლობებით სარგებლობას გეგმავენ.

ქართველი მწარმოებლებს, რომლებსაც 10-მილიონიან მაღალმსყიდველუნარიან ბაზარზე ხელმისაწვდომობა გაუჩნდათ, საექსპორტო მოლაპარაკებები არაბულ მხარესთან უკვე დაწყებული აქვთ. ერთ-ერთი ასეთი სასათბურე მეურნეობა „აგროსფეისია“.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ მარწყვის მწარმოებელი კომპანიის თანადამფუძნებელი ნუცა სალუქვაძე უყვება, დუბაისთან მოლაპარაკების ეტაპზე არიან და აქ მარწყვის გატანას აპირებენ.

„არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან გაფორმებული მემორანდუმი დიდი შესაძლებლობაა ჩვენთვის, ქართველი მეწარმეებისთვის. პირველ რიგში იმიტომ, რომ განვითარებისთვის მხოლოდ ქართულ ბაზარზე ოპერირება არასაკმარისია. როდესაც ექსპორტზე მუშაობ, სხვანაირად ორიენტირებული ხარ ხარისხზე და ამიტომ, როგორც კომპანია იხვეწები. გარდა ამისა, ექსპორტი სტაბილური შემოსავლის მიღების გზაა.

აქედან გამომდინარე, ცხადია ვაპირებთ, ვისარგებლოთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით და სავარაუდოდ,  უახლოეს პერიოდში დავასრულებთ დუბაისთან მოლაპარაკებებს. ვაპირებთ, 30 ტონა მარწყვის გატანას“, - აღნიშნა ნუცა სალუქვაძემ.

შეგახსენებთ, სასათბურე მეურნეობა „აგროსფეისმა“ ოპერირება 2020 წელს დაიწყო. სათბური მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში მდებარეობს. მეურნეობაში, რომელიც ჯამში 3 ჰექტარს აერთიანებს, მარწყვის ბაღი ნახევარ ჰექტარს მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ აქ 15-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022