ბიზნესი
05/07/2023

ქართული ლურჯი მოცვი გერმანიისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვან სუპერმარკეტებშია ხელმისაწვდომი

ქართული ლურჯი მოცვის შეძენა გერმანიისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვანი სუპერმარკეტების ქსელებში უკვე შესაძლებელია. ქართული საექსპორტო პროდუქტი, გერმანიაში Rewe-ს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ დუბაიში კი, Westzone-ის, Lulu-ს და Wemart-ის სუპერმარკეტებში იყიდება.

ეს წარმატება ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამის შედეგია, რომელსაც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტოსთან ერთად ახორციელებს. პროგრამის მიზანია, დააკავშიროს ქართველი აგრომწარმოებლები გერმანიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების პოტენციურ მყიდველებთან.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გერმანიის ბაზარზე 36 ტონა პრემიუმ ხარისხის ქართული მოცვი შევიდა და ქვეყნის წამყვან სუპერმარკეტებში, მათ შორის Rewe-ს ქსელშია ხელმისაწვდომი. ცნობისთვის, „რევე“ გერმანიის ტერიტორიაზე 3 600 ფილიალითაა წარმოდგენილი.

სეზონის დასრულებამდე, გერმანიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბაზრებზე, დაგეგმილია ქართული მოცვის დამატებითი მოცულობის შეტანაც.

გერმანიისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვან სუპერმარკეტებში ქართული მოცვის შეტანის პროცესს წინ უძღოდა საერთაშორისო შემსყიდველების ვიზიტი საქართველოში, რომელიც ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. საერთაშორისო შემსყიდველებმა დაათვალიერეს საწარმოები და ინდივიდუალურად შეხვდნენ მწარმოებლებს B2B შეხვედრების ფარგლებში. ასევე, ქართული კომპანიებისთვის საწყის ეტაპზე მომზადდა მარკეტინგული მასალები, რათა მათ საკუთარი წარმოების შესახებ, სათანადოდ მიეწოდებინათ ინფორმაცია დაინტერესებული პირებისთვის.

ექსპორტის საბაზრო კავშირების  პროგრამა ქართული მოცვის გარდა, სხვა აგრო პროდუქტებზეც ვრცელდება, მათ შორის კაკლოვან კულტურებსა და გადამუშავებულ  პროდუქციაზე

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023