ბიზნესი
26/07/2023

ქართული "ჭკვიანი ბეჭდით" მსოფლიოს ცნობილი ბრენდების ავტომობილების კარი გაიხსნება

ჭკვიანი ბეჭდების მწარმოებელი ქართული სტარტაპი CNICK-ი მსოფლიოს უმსხვილეს ავტომწარმოებლებთან ითანამშრომლებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სტარტაპის თანადამფუძნებელმა დავით კვიციანმა განუცხადა, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია პარტნიორობაზე და ცნობილი ავტომწარმოებლების მხრიდან დაინტერესებაც არსებობს.

„ჯერჯერობით, სანამ კონკრეტულ შეთანხმებას არ მივაღწევთ, ბრენდების დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა, ესენი არიან ჩვენი პლანეტის გიგანტი ავტომწარმოებლები და მათთან პარტნიორობის დაწყების შემდეგ, ისინი ჩვენს "ჭკვიან ბეჭედს" ავტომობილის გასაღებად გამოიყნებენ“, - აღნიშნა დავით კვიციანმა.

მან იმ გზაზეც ისაუბრა, რომელიც CNICK-მა აღიშნულ მსხვილ კომპანიებთან დასაკავშირებლად გაიარა.

„არსებობს ავტომწაროებლების ასეთი საერთაშორისო ორგანიზაცია - Car Connectivity Consortium, რომელშიც გავწევრიანდით. ისეთი მსხვილი კომპანიებიაა მასში თავმოყრილი, როგორებიცაა:  APPLE, GOOGLE და სხვები. ორგანიზაციაში, ამჟამად, 200-ამდე კომპანიაა გაწევრიანებული და საქართველოდან მხოლოდ ჩვენ ვართ წარმოდგენილები.

Car Connectivity Consortium-ის წევრი კომპანიები მუშაობენ, რომ ავტომობილებში უკონტაქტო გასაღების სისტემის დანერგვის საერთო სტანდარტი შექმნან. ამ სტანდარტის შექმნაში, ჩვენი სახით, ქართული კომპანიაც იღებს მონაწილეობას“, - განმარტა დავით კვიციანმა.

მისივე თქმით, შემუშავებულ საერთო სტანდარტს გაითვალისწინებს ყველა, როგორც ავტომწარმოებელი, ასევე მოწყობილობების მწარმოებელი.

„ეს ორგანიზაცია 5 წელზე მეტია მუშაობს საერთო სტანდარტის შექმნაზე და ბოლო 2-3 თვეა  ჩვენც შევუერთდით. მთავარი მიზანი და მოტივაცია იყო აქ ისეთ ავტომწარმოებლებთან შეხვედრა და დაკონტაქტება, რომლებსაც ისე ვერასდროს შევხვდებოდით. სწორედ ამ ორგანიზაციის წევრობამ მოგვცა შესაძლებლობა, დაგვეწყო მათთან მოლაპარაკებები“, - განაცხადა CNICK-ის თანადამფუძნებელმა.

კვიციანის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე Car Connectivity Consortium-ს უკვე მზად ექნება სტანდარტის პირველადი ვერსია და შემდეგ უკვე, სერტიფიცირებები დაიწყება კონკრეტული მოწყობილობების, აკმაყოფილებს თუ არა ისინი სტანდარტს.

შეგახსენებთ, ინოვაციური სტარტაპი CNICK-ი  რამდენიმე წლის წინ ქართველმა სტუდენტებმა შექმნეს. ის პირველი ქართული მაღალ ტექნოლოგიური სამომხმარებლო პროდუქტია, რომელიც ადამიანებს ყოველდღიური ფინანსური, თუ სხვა ოპერაციების შესრულებაში ეხმარება.

ამჟამად, CNICK ვერცხლის, ხისა და კერამიკის "ჭკვიან ბეჭდებს" აწარმოებს. უახლოეს თვეებში კი, მოოქროვილ "ჭკვიან ბეჭედსაც" ჩაუშვებს რეალზაციაში.

CNICK-ის ყველა ბეჭედი მრავალფუნქციური პროდუქტია და მათი გამოყენება მომხმარებელს საგადამხდელო ფუნქციით, ასევე „ტესლას“ ავტომობილის გასაღებად და საშვად შეუძლია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023