ბიზნესი
17/07/2023

ქართული ჩაის კომპანია "ოკრიბა" მწვანე ჩაის წარმოებას გეგმავს

ქართული ჩაის კომპანია „ოკრიბა“ ბიუჯეტური ხაზის გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნეს პოსტს“ კომპანიის მენეჯერმა, მინდია ძნელაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კომპანია ამ დრომდე 6 სახის პრემიუმ ხარისხის ჩაის აწარმოებდა, თუმცა ბაზრის კვლევიდან გამომდინარე, ბოლო ორი თვეა ახალი ბრენდი „ბუეთის“ ქვეშ ბიუჯეტური ხაზის, კლასიკური შავი ჩაის წარმოება დაიწყო.

თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა მზარდია, უახლოეს მომავალში კომპანია მწვანე ჩაის დამატებასაც გეგმავს.

"ჩვენს პრემიუმ და  ბიუჯეტურ ხაზს საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა როგორც მომხმარებლის, ასევე HoReCa  სექტორის მხრიდან," -აცხადებს ძნელაძე.

მისივე განმარტებით, მიზანი ადგილობრივი ბაზარის ათვისება  და რეგიონებში გაძლიერებაა, რის შემდეგაც აქტიურად მოხდება სხავადასხვა ქვეყნებში ექსპორტის განხორციელება. მათ შორის იქნება - გერმანია, გაერთიანებული ემირატები, კატარი, ამერიკასა და დასავლეთ ევროპის ბაზრები.

კომპანიამ FDA სერტიფიკატი მიიღო, რომელიც  ამერიკაში ექსპორტის განხორციელებაში ხელს შეუწყობს.

ამას გარდა, ჩაის მწარმოებელი კომპანია „ოკრიბა“ ბიო მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს. როგორც ძნელაძე აღნიშნავს, მათ მიერ წარმოებული პრემიუმ ხაზის ჩაი ბიოდეგრადირებად პაკეტებშია მოთავსებული, ხოლო ჩაი ხელითაა დაკრეფილი, ყველანაირი მინარევის გარეშე.

ცნობისთვის, ჩაის მწარმოებელი კომპანია ,,ოკრიბას’’ ჩაის პლანტაციები იმერეთში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მთიან ზონაშია გაშენებული.

აღსანიშნავია, რომ კომპანია  ჩაის კრეფისა და დამუშავების, როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე  ტექნოლოგიებს  იყენებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023