"ქართული აგროპროდუქტის" ხილის პიურეს ექსპორტით იტალია და პოლონეთი დაინტერესდა
"ქართული აგროპროდუქტის" ხილის პიურეებზე მოთხოვნა დიდია. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, მხოლოდ გასულ წელს მხოლოდ საქართველოში 150 ტონა გადამუშავებული ხილი მხოლოდ საქართველოში გაყიდეს.
გიორგი ახალაძის თქმით, პიურეს მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია და კომპანიას ამ დროისთვის მოლაპარაკება აქვს იტალიელებთან და პოლონელებთან. "ველოდებით იტალიელების ჩამოსვლას. პოლონელები უკვე იყვნენ და დააგემოვნეს ჩვენი პროდუქტი, რომელიც ძალიან მოეწონათ და დიდი იმედი გვაქვს შედგება ჩვენი თანამშრომლობა. მათი ძირითადი ინტერესი ვაშლი და ატამია. უკვე დავიწყეთ ნედლეულის გადამუშვებაც.
აქამდე ექსპორტს ვახორციელებდით რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის რუსეთსა და უკრაინაში, თუმცა ომის ფონზე ეს პროცესი შეჩერებულია. საკმაოდ გართულებულია ლოგისტიკა და ზუსტად როდის გავაგრძელებთ უკრაინაში ექსპორტს უცნობია," – აცხადებს გიორგი ახალაძე.
პიურე 220 ლიტრიან შეფუთვებშია, რომელიც ინდუსტრიული წარმოებისთვისაა გათვლილი. პროდუქტი ასევე განკუთვნილია ყველა მწარმოებელისთვის, რომელიც პროდუქციის დასამზადებლად ხილს იყენებს.
"არაერთ ქართულ საწარმოსთან გვითანამშრომლია. ამ ეტაპზე 1200 ტონა სხვადასხვა დასახელების პიურე გვაქვს სარეალიზაციოდ გამზადებული. პოტენციურად კი წლის განმავლობაში, ქარხნის სრული დატვირთვის შემთხვევაში შესაძელბელია 5000 ტონა პიურეს წარმოება."–ამბობს "ქართული აგოპროდუქტის" დირექტორი.
ცნობისთვის, "ქართული აგოპროდუქტის" საწარმო გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში მდებარეობს, სადაც ასევე მზადდება დასალევი ხილ–ბოსტნეული "კეთილი და პატიოსანი".