ბიზნესი
26/04/2023

ქართულ ბაზარზე ტაქსების ამერიკული აპლიკაცია Lyft-ი შემოდის

რამდენიმე თვეში ქართულ ბაზარზე ტაქსების ამერიკული აპლიკაცია Lyft-ი შემოვა. ის ქვეყანაში ოპერირებას, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დაიწყებს.

ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ტაქსის კომპანია „კომფორტ-ტაქსის“ დამფუძნებელმა ლევან თავართქილაძემ განუცხადა, რომელსაც ამ საკითხზე მოლაპარაკებები ამერიკულ მხარესთან უკვე დაწყებული აქვს.

ლევან თავართქილაძის განცხადებით, ქართულ ბაზარზე უკვე წარმოდგენილია ტაქსის ისეთი საერთაშორისო კომპანიები, როგორებიცაა „იანდექსი“ და „ბოლტი,“ თუმცა არცერთი მათგანი ამერიკული არაა და, შესაბამისად, Lyft-ი იქნება ტაქსის პირველი ამერიკული ოპერატორი.

მისივე თქმით, აპლიკაციას ექნება სხვადასხვა ტექნოლოგიური  უპირატესობა, რომელიც მგზავრის ოპერატიულ, ხარისხიან და უსაფრთხო გადაყვანას უზრუნველყოფს. კერძოდ, იქნება ხარისხის მონიტორინგის სისტემა - მძღოლების მომსახურება და მათი მანქანის გამართულობა მუდმივ რეჟიმში შემოწმდება და ამის შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს ტაქსის გამოძახებისთანავე მიეწოდება. ამასთან, მძღოლების მიმართ იქნება ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა ავტომობილის მოწესრიგებულ მდგომარებაში ყოლა, მგზავრის მიმართ კეთილგანწყობილი ურთიერთობა, შესაბამისი ვიზუალი, ტანისამოსი და ა.შ.

იარსებებს მძღოლების პირველი, მეორე და მესამე კატეგორიები და ვინც საუკეთესო სტანდარტებს დააკმაყოფილებს და მაღალი რეიტინგი ექნება, მისი ანაზღაურებაც უფრო მაღალი იქნება.

„მომსახურების ხარისხის შემოწმება მხოლოდ „ქოლებით“ არ მოხდება. შევაფასებთ ნებისმიერ შემთხვევას და მასზე იქნება მყისიერი რეაგირება,“ - განაცხადა ლევან თავართქილაძემ.

მისივე თქმით, Lyft-ი ტაქსების აპლიკაციების ამერიკულ ბაზარზე  მეორეა „უბერის“ შემდეგ.

ცნობისთვის: Lyft-ი სან-ფრანცისკოში დაფუძნდა, მისი დევიზია: „your friend with a car“ „(თქვენი მანქანიანი მეგობარი“).  კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, მათი სერვისი 30%-ით იაფია ტრადიციული ტაქსების მომსახურების ტარიფთან შედარებით.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023