ქართულ ბაზარზე ხისგან დამზადებული ხელნაკეთი ჩიბუხები გამოვა
ქართულ ბაზარზე ხისგან დამზადებული ხელნაკეთი ჩიბუხები გამოვა. იდეის ავტორი საბა მეზვრიშვილია, რომელიც კომპანიის გეგმებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს.
მისი ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ბოლო დეტალებზე მუშაობა, რომლის დასრულების შემდეგაც დაზუსტდება როგორც კომპანიის სახელი, ისე ბრენდის.
„რაც შეეხება ფორმების შექმნას, ინსპირაცია ხის დამუშავებასთან ერთად მოდის, ან წინასწარი მონახაზი იქმნება. ვგეგმავ გამოვუშვა როგორც ხის ჩიბუხები ისე ხის აქსესუარები, რომელიც საკმაოდ მოთხოვნადია", - განაცხადა საბა მეზვრიშვილმა.
როგროც იდეის ავტორი განმარტავს, ხის ჩიბუხებს 3-4 წლის წინათაც აწარმოებდა და საკმაოდ წარმატებულადაც, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა საქმიანობის განახლება. საბა მეზვრიშვილი ხის ჩიბუხების და აქსესუარების რეალიზებას ონლაინ მიწოდების სერვისის საშალებით გეგმავს, რაც შეეხება ექსპორტს, იდეის ავტორი აცხადებს, რომ ამ მიმართულებას ჯერ არ განიხილავს.
მეზვრიშვილის განცხადებით, ფასები 50-ლარიდან 100 ლარამდე იქნება.