ბიზნესი
28/06/2023

ქართულ ბაზარზე ახალი ქართული პრემიუმ კრაფტ ლუდი "ტაატი" გამოჩნდა

„ეფეს საქართველომ“ სპეციალურად მედიის წარმომადგენლებისთვის  ქართული პრემიუმ კრაფტ ლუდი  „ტაატი“ წარადგინა.

ტაატი ქართული სიტყვაა, რაც ნელი, აუჩქარებელი ტემპით სვლას ნიშნავს. სწორედ ამიტომ შეირჩა ეს სახელი ამ განსაკუთრებული გემოვნური თვისებების და არომატის მქონე ლუდის ბრენდისთვის. „ტაატის“ მირთმევა რეკომენდებულია მოხდეს ტაატით, რათა ადამიანებმა კარგად შეიგრძნონ ამ განსაკუთრებული ინგრედიენტების შეხამება.

ლუდი „ტაატი“ სამი სახის უმაღლესი ხარისხის ალაოსა და სამი რჩეული არომატის მქონე სვიის გამოყენებით მზადდება. ხარშვის განსაკუთრებული მეთოდი კი ლუდს განუმეორებელ თვისებებს ანიჭებს. დაგემოვნებისას, მის არომატში ასევე იგრძნობა მცენარეული დაბალანსებული კომბინაცია ყვავილოვან ნოტებთან, მათ შორის, ტროპიკული ხილის არომატი, რომელიც მოდის ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში წარმოებული სპეციალური სვიისგან. 

ლუდი „ტაატი“ მზადდება შეზღუდული რაოდენობით, ხარშვის სპეციალური პროცესით. შესაბამისად, მისი ხელმისაწვდომობაც შეზღუდულია. მისი შეძენა შესაძლებელია მხოლოდ „გუდვილისა“ და „აგროჰაბის“ ქსელებში, ხოლო ჩამოსასხმელი „ტაატის“ განსაკუთრებული გემოს მქონე სითხის მირთმევა შესაძლებელი იქნება პრემიუმ ბარებსა და რესტორნებში.

დალიე ტაატით!

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023