ბიზნესი
11/04/2023

ქართულ ავიაბზარზე, ახალი სატვირთო ავიაკომპანია "გრიფონ ეარ კარგო" შემოდის

ქართულ ავიაბზარზე, ახალი სატვირთო ავიაკომპანია „გრიფონ ეარ კარგო“ შემოდის, რომელიც ოპერირებას მაისიდან დაიწყებს. ავიაკომპანიას აქცენტი საქართველოდან ექსპორტის განხორციელებაზე ექნება.

როგორც გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა, გიორგი მარიმ განაცხადა, ავიაკომპანიის ფლოტი საწყის ეტაპზე ერთი თვითმფრინავით შემოიფარგლება, წლის ბოლომდე კი კომპანია ლიზინგით, იგივე კლასის ორი თვითმფრინავის,  „ბოინგ 737-ის შეძენას გეგმავს.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიური მოლაპარაკებები მიდის სხვადასხვა სალიზინგო კომპანიასთან, რომელთა უმრავლესობა ირლანდიის ტერიტორიაზეა განთავსებული.

კომპანია ამ დროისთვის ლიცენზიის აღების ეტაპზეა.

„გასულ წელს, ოქტომბერში შევიძინეთ ერთი თვითმფრინავი და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან გვაქვს მოლაპარაკებები, რომ ლიცენზია ავიღოთ. თვითმფრინავი რამოდენიმე დღეში იქნება მზად გამოსაფრენად, რაღაც ტექნიკურ შემოწმებას გადის და ვიმედოვნებთ, რომ სააღდგომოდ უკვე თბილისში იქნება,“-აცხადებს მარი.

 

 

 

Businesspartner