კარფური: საქართველოს ბაზარზე რითეილის ქსელებს შორის დიდი კონკურენციაა
"ჰიპერმარკეტები ერთმანეთს ვებრძვით, რათა უკეთესი შეთავაზებები გვქონდეს ქართველი მომხმარებლებისთვის" - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „კარფურ საქართველოს“ გენერალური დირექტორი ჟერომ აკელი საუბრობს.
მისი თქმით, საქართველოს ბაზარზე რითეილის ქსელებს შორის დიდი კონკურენციაა.
„საქართველოში ორგანიზებული ვაჭრობა იზრდება. თქვენ გყავთ ექვსი ძალიან მსხვილი მოთამაშე. დომინანტი არავინაა. ეს ძალიან კონკურენტული ბაზარია. რითეილერების უმეტესობა ცდილობს ქართველ ხალხს შეძლებისდაგვარად ხელმისაწვდომი ფასები შესთავაზოს. ამ კუთხით ნამდვილად ვებრძვით ერთმანეთს - რომ გვქონდეს უკეთესი შეთავაზებები ქართველი მომხმარებლებისთვის“ - აცხადებს ჟერომ აკელი.
მისივე თქმით, ბაზარზე მაღალ კონკურენციას ისიც მოწმობს, რომ ქვეყანაში 2000-ზე მეტი მაღაზიაა, რომელიც ბრენდების მიერ იმართება.
„მხოლოდ თბილისში ბაზრის 70% ორგანიზებული ვაჭრობაა. რეგიონებში კი მაღაზიები, რომელიც კარფურის ან სხვა ოპერატორების მიერ იხსნება, წარმატებულია. თუმცა, ასევე დიდი მოთხოვნაა იმაზეც, რომ მომხმარებელმა პირდაპირ ფერმერებისგან იყიდონ კარგი ხარისხის პროდუქცია“ - აცხადებს ჟერომ აკელი „ბიზნესპარტნიორთან“