ბიზნესი
17/05/2023

ქალები სოფლის ტურიზმის განვითარებისათვის გაერთიანდნენ

სოფლის ტურიზმის განვითარების მიზნით, სათემო ორგანიზაციამ „ქალების ძალა მაღრაანისთვის“ტურისტული პროდუქტი შექმნა. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2-თან“ სათემო ორგანიზაციის დამფუძნებელმა, თეო თაბორიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მაღრაანს აქვს უნიკალური არტეფაქტები და ბუნება, რაც საუკეთესო ბაზაა სოფლის ტურიზმის განვითარებსიათვის.  მაღრაანში განთავსდა საინფორმაციო დაფა, რუკითა და მინიშნებებით, რომელიც იქ ჩასულ სტუმარს დაეხმარება ადგილები დამოუკიდებლად ან გიდის დახმარებით მოინახულოს.

„მაღრაანი არის ქისის ღვინის მიკრო ზონა. შესაბამისად, მის შესახებ ყველამ ვიცით, თუმცა, მისი პოპულარიზაცია ნაკლებად ხდებოდა,“ - აცხადებს თაბორიძე

გარდა ამისა, როგორც სათემო ორგანიზაციის დამფუძნებელი აცხადებს, პროექტის ფარგლებში საზოგადოების სწავლება-გადამზადების პროგრამა განხორციელდა, რათა ნებისმიერი სტუმრისათვის სათანადო მასპინძლობა და გიდობა შეძლონ.

აღსანიშნავია, რომ სათემო ორგანიზაციას „ქალების ძალა მაღრაანისთვის“, ამ ეტაპზე 10-მდე ქალს აერთიანებს. 30000 ლარიანი გრანტის მოპოვების შემდეგ, პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ ტურისტული მარშრუტები  და უძველესი გასტრონომია მოიკვლია. 

ივნისის ბოლოს კი ცნობადობის ასამაღლებლად, მაღრაანში ფესტივალი გაიმართება. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023