ბიზნესი
23/02/2023

ქალბატონებისთვის შექმნილი ქართული ღვინო მალე სინგაპურში გაიყიდება

სინგაპური - ეს ის ახალი მიმართულებააა, რომელიც კომპანია MadaMwine-ის  საექსპორტო პორტფელს დაემატება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ MadaMwine-ის დამფუძნებელმა მანანა ახვლედიანმა განუცხადა, სინგაპურთან მოლაპარაკებები უკვე წარმატებით დასრულდა, გაფორმებულია ხელშეკრულებაც და საწყის ეტაპზე, იქ 1200 ბოთლი ღვინო გაიგზავნება.

„ევროპული ბაზრების გარდა, სადაც MadaMwine-ის ღვინო წლებია წარმატებით იყიდება, წელს სინგაპური და ჰონგ-კონგი დაგვემატება. გარდა ამისა, აღსანიშნავია რომ პოლონეთმა გაზარდა შეკვეთა და იქ 2400 ბოთლი ღვინის გაგზავნას ვაპირებთ“, - აღნიშნა მანანა ახვლედიანმა.

მისივე ინფორმაციით, MadaMwine-ის მიერ წარმოებული პროდუქცია 100 პროცენტით საექსპორტოა და მასზე მოთხოვნა, ძირითადად, ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთშია.

შეგახსენებთ, კომპანია MadaMwine ქართული ღვინის ბაზარზე 2016 წლის ბოლოს გამოჩნდა და მომხმარებელს, ამჟამად, სხვადასხვა ხასიათისა და სოციალური მდგომარეობის ქალისთვის შექმნილ 5 სახეობის ღვინოს სთავაზობს. მათ შორის, სადიასახლისოს, რომელსაც კერძის მომზადების დროს იყენებენ ქალბატონები. კომპანიამ, ასევე გამოუშვა „როზე“, რომელსაც მაღალი გრადუსი არ აქვს და ახალგაზრდებზეა გათვლილი.

საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი მოთხონის გამო, უახლოეს პერიოდში, MadaMwine წარმოების გაზრდას გეგმავს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022