ბიზნესი
21/01/2021
კახა ხაზარაძე: 1-ელი თებერვლიდან ICR ჯგუფში შემავალი ყველა ბრენდი გაიხსნება
ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ 1 თებერვლიდან, ჯგუფში შემავალი ყველა ბრენდი გაიხსნება.
მისი ინფორმაციით, ლოკაციას შეიცვლის ვაჟა-ფშაველას 13-ში მდებარე „ბატას“ მაღაზია. „ფართის მეპატრონემ ხელშეკრულება შეგვიჩერა და ახლა ისევ ვაჟაზე, ოღონდ სხვა ლოკაციაზე გადადის,“ - აცხადებს ხაზარაძე.
ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპნიაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს.
ICR ჯგუფი წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სავაჭრო მოლები და ბაზრობები 1 თებერვალს იხსნება.