ბიზნესი
26/06/2023

კახა ბექაური: ნომრის პორტირება აბონენტებს სერვისცენტრში მისვლის გარეშე შეუძლიათ

კახა ბექაურმა, პარლამენტში გამართულ დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე, ComCom-ის 2022 წლის ანგარიში წარადგინა, რომლის ფარგლებშიც, აბონენტებისთვის ნომრის პორტირების გამარტივების შესახებ ისაუბრა.

თავმჯდომარის განცხადებით, გასულ წელს, კომისიამ ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელის მომსახურებების მიმწოდებელი კომპანიებისთვის, ახალი წესები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც აბონენტებს ნომრის პორტირება სერვისცენტრებში მისვლის გარეშე შეუძლიათ.

"განახლებული წესებით, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მობილური ნომრის პორტირების განაცხადი დისტანციურად, სასურველი ოპერტორის სერვისცენტრში მისვლის გარეშე გააკეთონ და ახალი ოპერატორის სიმ-ბარათი ნებისმიერ მისამართზე მიიღონ. ასევე, აქვთ შესაძლებლობა არსებული ნომერი ტექნოლოგიის ცვლილების მიუხედავად შეინარჩუნონ,"-აღნიშნა კახა ბექაურმა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023