ბიზნესი
22/06/2023

კახა ბექაური: 2022 წელს ComCom-მა ტელეკომ ბაზრის სრულფასოვანი კვლევა დაიწყო

პარლამენტში გამართულ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, კომისიის 2022 წლის ანგარიში წარადგინა, სადაც გასულ წელს განხორციელებული პროექტები და საქმიანობა მიმოიხილა.

მისი თქმით, 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ ფიქსირებული და მობილური მომსახურებების ბაზრებზე შესვლის ბარიერების მოხსნისა და მომხმარებლისთვის საკომუნიკაციო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ევროპელ ექსპერტებთან ერთად, ტელეკომ ბაზრის სრულფასოვანი კვლევა დაიწყო.

მისივე განცხადებით, კომისიის გუნდმა კვლევაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების ოფისთან (AA Facility) ერთად იმუშავა. “კვლევის ფარგლებში შეფასდება ტელეკომ სექტორში არსებული კონკურენცია, გამოვლინდება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორები და საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ კომპანიებს სპეციფიკური ვალდებულებები განესაზღვრებათ” - განაცხადა მან.

კახა ბექაურმა ასევე აღნიშნა, რომ შეფასდება მომხმარებლებისთვის საკომუნიკაციო მომსახურებების ხელმისაწვდომობა და სექტორის განვითარების შესაძლებლობები. ხოლო კვლევის შედეგად, დადგინდება საჭიროებს თუ არა წინასწარ (Ex-ante) რეგულირებას ისეთი საბითუმო ბაზრები, როგორიცაა ფართოზოლოვანი საბითუმო ინტერნეტ მომსახურების ბაზრის ე.წ. “Bitstream” სეგმენტი, ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვებისა და ინტერნეტ ტრანზიტის ბაზრები, ასევე, მობილური მომსახურებების შესაბამისი საბითუმო დაშვების ბაზარი.

სიტყვით გამოსვლაში, თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმას, რომ გასულ წელს, კომუნიკაციების კომისიამ ასევე შეაფასა ვირტუალური ქსელის ოპერატორების (MVNO) დაშვების თვალსაზრისით არსებული გარემოც. მან აღნიშნა ისიც, რომ 2022 წელს, საქართველოში საქმიანობა დაიწყო პირველმა ვირტუალურმა მობილურმა ოპერატორმა “ჰალლო”-მ, თუმცა, დაშვების მსურველ სხვა კომპანიებსა და ქსელის მფლობელ ოპერატორებს შორის, მოლაპარაკებების პროცესი გაჭიანურდა.

“კომუნიკაციების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და ვირტუალური ქსელის ოპერატორის სავალდებულო დაშვების შესახებ რეგულაციის ამოქმედების ვადა 6 თვით გაახანგრძლივა, რათა მხარეებს პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა მისცემოდათ” - განაცხადა კახა ბექაურმა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023