ბიზნესი
10/07/2023

Kairos Logistics: გადაზიდვების დროში გაჭიანურების გამო, დამკვეთები უკმაყოფილოები არიან

საერთაშორისო გადაზიდვების ფასმა, ერთი წლისა და 10 თვის წინ $11 000-ს გადააჭარბა, პანდემიის დაწყებისა და მიწოდების ჯაჭვების შეზღუდვის შემდეგ, ახალ გლობალურ ინდექსში ფასი $1277-ზე ნაკლებია, რაც 2019 წლის ნოემბრის შემდეგ არ ყოფილა.

როგორც გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2-ს“ Kairos Logistics-ის თანადამფუძნებელმა, მიხეილ ნამადოვმა განუცხადა, არსებული ინფრასტრუქტურის გამო, ფოთის პორტში დიდი „პანამაქსის“ ტიპის გემები ვერ შედის, რის გამოც ტვირთი თურქეთის პორტში იცლება და პატარა გემებზე ნაწილდება, რათა საქართველოში შემოსვლა შეძლოს. შესაბამისად, ტვირთის მიღების პროცესი კიდევ უფრო რთულდება.   

„დღეისათვის ვართ ძვირები, დროში ვჭიანურდებით და ინფრასტრუქტურის კუთხითაც ვკოჭლობთ.“ - აცხადებს ნამადოვი.

მისივე ინფორმაცით, სანქცირებული „ნოვორისიისკის“ პორტის გამო ტვირთები ბათუმისა და ფოთის პორტებზე გადმომისამართდა, რამაც ტვირთების რაოდენობის 40%-ით ზრდა გამოიწვია, აქედან გამომდინარე ტვირთის მიღების პროცესი კიდევ უფრო გაჭიანურდა.

„ მაგალითისთვის, თუ ტვირთის მისაღებად 40 დღე იყო  საჭირო, ახლა 70 დღე სჭირდება. ასევე თუ შუა აზიაშია ტვირთია ჩასატანი, მარშრუტი 100 დღემდე ჭიანურდება.

დროში გაჭიანურების გამო, დამკვეთები უკმაყოფილოები არიან  და შეიძლება ალტერნატიული მომწოდებლები მოიძიონ, მაგალითად ინდოეთის, ჩინეთის ან თუნდაც ადგილობრივი ბაზრებით ჩაანაცვლონ,“- აცხადებს ნამადოვი.

როგორც Kairos Logistics-ის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, პრობლემაა სასაწყობე მეურნეობის კუთხითაც, სადაც თავისუფალი სასაწყობე ადგილების პოვნა ფოთსა და თბილისში რთულია.  ასევე პრობლემაა საზღვრების გამტარიანობის საკითხიც, სადაც ტვირთები წითელ ხიდზე იჭედება და ლარსის გამშვები პუნქტი ვაკუუმშია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023