ბიზნესი
10/03/2023

Kairos Logistics: ბულგარეთის ბორანზე დიდი რიგებია, რაც ხარჯებს ზრდის

გადამზიდავი კომპანიები ბულგარეთის ბორანზე არსებულ დიდ რიგებზე საუბრობენ.

როგორც Kairos Logistics-ის დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, დღეს, დაახლოებით 7-10 დღეა საჭირო იმისთვის, რომ კომპანია ბულგარეთის ბორანზე ავიდეს. ამიტომ, გადამზიდავი კომპანიები ბათუმსა და კონსტანცას, ასევე ფოთსა და კონსტანცას პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყებას ელიან.

„ამ ახალი რეისებით სარგებლობას ვაპირებთ, რადგან, არსებულ სამარშუტო ხაზებზე, რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე, გადაზიდვების კუთხით შეფერხებაა. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე კი გაზრდილია მომსახურების საფასურიც. რიგებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები გვაქვს. ომამდე, უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ყოველ კვირა 3 ბორანი გამოდიოდა საქართველოს პორტების მიმართულებით და ფაქტორივად, ეს გაჩერებულია. დღესდღეობით, მხოლოდ ბულგარეთის მიმართულებით მოძრავი ბორანი ვერ აუდის საქმეს. რიგები აფერხებს ტვირთების გადაზიდვას, ვაჭრობაა შენელებული და ზრდის ზედნადებ ხარჯებს“, - განმარტა Kairos Logistics-ის დირექტორმა.

მისივე თქმით, რუმინეთის პორტებთან დაკავშირება მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან, რუმინეთიდან სწრაფადვე გადადიხარ უნგრეთი-პოლონეთის მიმართულებით, ანუ საკმაოდ დიდ გზას ჭრი.

ამ ეტაპზე, საქართველოს პორტებიდან საბორნე მიმოსვლა მხოლოდ ბულგარეთის ქალაქების, კერძოდ ვარნასა და ბურგასის მიმართულებით ხორციელდება. ამ პორტებისკენ, კვირაში თითო-თითო რეისი სრულდება და ორივე მარშრუტი საკმაოდ დატვირთულია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022