ბიზნესი
16/03/2020

კაფე-რესტორნებს დახურვის რეკომენდაციას აძლევენ

კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროებით შეიზღუდოს მოქალაქეების უშუალო მომსახურება და იმოქმედოს მხოლოდ ე.წ გატანის სერვისებმა.

გადაწყვეტილება უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.

„მათ ექნებათ საშუალება, გააგრძელონ ოპერირება და ფუნქციონირება ე.წ. გატანის სერვისებისთვის, თუმცა ჩვენი რეკომენდააციაა, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კონტაქტი ჩვენს თანამოქალაქეებთან“, – განაცხადა პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა.

Businesspartner