ჯუსი ლუსი: სექტემბრიდან გაყიდვაში საბავშვო მენიუ ჩაეშვება
ბურგერ ბარი „ჯუსი ლუსი“ მიმდინარე წლის სექტემბრიდან, მენიუში საბავშვო ხაზს დაამატებს.
„ბიზნესპარტნიორს“ ბურგერ ბარის დამფუძნებელმა, ალექსანდრე მშვილდაძემ განუცხადა, საბავშვო მენიუში შედარებით მომცრო ზომის ბურგერი და სათამაშოები შევა და „ჰეფი მილის“ მსგავსი იქნება.
ამას გარდა, როგორც ბურგერ ბარის დამფუძნებელი აღნიშნავს, იგეგმება მენიუში მექსიკური ხაზის დამატებაც, მაგალითად ტაკოსი და ბურიტოსი.
მისივე ცნობით, მოთხოვნა მაღალია და ამჟამად "ჯუსი ლუსს" ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს. სამომავლო პერსპექტივაში კი, ბურგერ ბარი აქტიური მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვას აპირებს, რომელიც მის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.
ცნობისთვის, „ჯუსი ლუსი“ ქუთაისში მდებარეობს და ბაზარზე ოპერირება მიმდინარე წლიდან დაიწყო. მომხმარებელს ბურგერ ბარი ამერიკულ, ავთენტურ გემოებს სთავაზობს. მენიუში შედის ამერიკული ბურგერეი, ჰოთ-დოგი და ქათმის ფრთები. ობიექტის სრულად მოწყობაში დაახლოებით 150 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.