ბიზნესი
16/05/2023

ჯონ ბრეკეველდტი: ინვესტორები ქვეყანას უნდა ენდობოდნენ

„ინვესტორები ქვეყანას უნდა ენდობოდნენ“- ამის შესახებ ევროპული ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა განაცხადა.

ჯონ ბრეკეველდტის თქმით, მთავრობამ  უნდა  გამოიყენოს  ყველა შესაძლებლობა, რათა ინვესტორები საქართველოში ფულის დაბანდებით დააინტერესოს.

„გულწრფელად რომ გითხრათ, საქართველო საერთაშორისო დონეზე დაზარალდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ეს ბიზსნეს გარემოსაც აზიანებს.  ინვესტორები ქვეყანას უნდა ენდობოდნენ. თუ მედია ცუდ რეკლამირებას გაუწევს ქვეყანას, ეს ბიზნესს არ დაეხმარება. ინვესტორები მოდიოდნენ ჩვენთან კითხვებით. ამიტომ მნიშვნელოვანია, იმაზე ფოკუსირება რომ საქართველო  საინვესტიციოდ კარგი ქვეყანაა.

მისივე თქმით საქართველოს  მეტი უცხოური ინვესტიცია სჭირდება.

„მე წარმოვადგენ ბელგიურ კომპანიას. ევროპის ბიზნეს ასოციაციის ჯგუფში შედის დანია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია. მათ უკვე აქვთ განხირცილებული ინვესტიცია საქართველოში. ეს აჩვენებს,  რომ აქ კარგი შესაძლებლობებია, რადგან ისინი ჯერ კიდევ აქ არიან და არ დაუტოვებიათ საქართველოს ბაზარი. თუმცა რომ ვაღიაროთ,  ქვეყანას შეუძლია ბევრი რამ გააუმჯობესოს შუა დერეფანში. საქართველოს მთავრობას სჭირდება მეტი წინგადადგმული ნაბიჯი. უფრო მეტად უნდა მოუსმინოს ბიზნესს და გააუმჯობესოს ბიზნეს კლიმატი.“-აღნიშნა ჯონ ბრეკეველდტმა.

 

Businesspartner