ბიზნესი
05/08/2023

“ჯინო ჰოლდინგის” დამფუძნებელი შოვის სტიქიით დაზარალებულებს ₾30 000-ით ეხმარება

“ჯინო ჰოლდინგის” დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე შოვის სტიქიით დაზარალებულებს ₾30 000-ით ეხმარება. 

"ჯინო ჰოლდინგი გაცნობებთ მისი დამფუძნებლის, ბატონი ნოდარ გიორგაძის მნიშვენლოვანი დონაციის შესახებ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისათვის“, შოვის სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით.

შოვის სტიქიამ უმძიმესი ზიანი მიაყენა ქვეყანას. დაზარალებულთათვის დროული დახმარების აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია, სტიქიით გამოწვეული შედეგების მინიმიზაციისათვის.

ჯინო ჰოლდინგის მიერ გაღებული შემოწირულობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სტიქიის ზონაში „წითელი ჯვრის საზოგადოების“ მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შეუფერხებლად განხორციელებაში.

“ჯინო ჰოლდინგის“ კორპორაციული და ადამიანური პასუხისმგებლობაა საქართველოს გვერდში დგომა ასეთ მძიმე ვითარებაში”- აცხადებს ნოდარ გიორგაძე.
“ამ შემოწირულობით ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს წვლილს შევიტანთ სტიქიით დაზარალებულ პირთა და მათი ოჯახების დახმარებაში”

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლები და მოხალისეები პირველივე წუთებიდან იმყოფებიან სტიქიის ზონაში. ონისა და ამბროლაურის ფილიალების თანამშრომლები და მოხალისეები მობილიზებული არიან შემთხვევის ადგილზე და ჩართულნი არიან როგორც პირველადი და ფსიქოსოციალური დახმარების აღმოჩენაში, ასევე, ოჯახური კავშირების აღდგენის საკითხში. სტიქიის შედეგების მართვაში ასევე უმნიშვნელოვან როლს ასრულებს მათი კატასტროფის გუნდი.

“საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ მადლობას უხდის ჯინო ჰოლდინგს მყისიერი რეაგირებისათვის და გაწეული მხარდაჭერისათვის. ერთად ჩვენ შევძლებთ დავეხმაროთ სტიქიის ზონაში დაზარალებულ ადამიანებს“ - საქართველოს წითელი ჯვარი.

ჯინო ჰოლდინგისა და წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელოვანი პრეცენდენტია.

აღნიშნული დონაცია ხაზს უსვამს კერძო სექტორისა და ორგანიზაციების ერთიანობის მნიშვნელობას ქვეყნისათვის ასეთ მძიმე დღეებში.

ჯინო ჰოლდინგი არის ქართულ-სლოვაკური ჰოლდინგი, რომელიც 2013 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. ჰოლდინგს ჯამში საქართველოში ინვესტირებული აქვს 88 მილიონ ევროზე მეტი. ჰოლდინგის საქმიანობის ძირითად მიმართულებას საქართველოსა და სლოავაკეთში წარმოადგენს სტუმარმასპინძლობა და ენერგეტიკა,"-ნათქვამია განცხადებაში. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023