ბიზნესი
05/10/2022

ჯი აი ფი სი: ლაქ-საღებავების ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედება პროდუქციას გააძვირებს

საქართველოში, ლაქ-საღებავებიდან აქროლადი ორგანული ნაერთების გაფრქვევების შემცირებაზე ტექნიკური რეგლამენტი მუშავდება, რომელიც ქვეყანაში პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს. ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბაზარზე ახალი წესების დანერგვის შემთხვევაში, მათ სამეწარმეო, ასევე იმპორტირებისას, ხარჯები გაეზრდებათ, შესაბამისად, პროდუქციაზე ფასების მატება მოუწევთ. თუმცა, დარგის სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ეს რეგლამენტი ლაქ-საღებავების ბაზარზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია. რეგლამენტის მიღებით, გაუმჯობესდება ქვეყანაში არსებული ეკონოლოგიური მდგომარეობა. კერძოდ, ტექნიკური რეგლამენტი ქვეყანაში აონ-ების გაფრქვევების შემცირების მიზნით, ითვალისწინებს შეზღუდვების დაწესებას აონ-ების მაღალი შემცველობის მქონე საღებავების, ლაქებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის პროდუქციისთვის, ასევე დაარეგულირებს შესაბამისი პროდუქტების ეტიკეტირების საკითხებს.

აღნიშნულ საკითხზე „ბიზნესპარტნიორი“„ჯი აი ფი სი“-ს წარმომადგენელს მაგდა ჩერქეზიშვილს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ რეგლამენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად შეიმუშავა და მისი ამოქმედება მომავალი წლის 1 სექტემბერს იგეგმება.

„ჩვენი კომპანია მიესალმება სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას. ვფიქრობთ, ეს გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობას, ამასთან, მკაცრად გაკონტროლდება სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქცია და მხოლოდ, მაღალი ხარისხის ლაქ-საღებავების რეალიზაცია მოხდება“, - განმარტა მაგდა ჩერქეზიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში ლაქ-საღებავების მწარმოებელი სულ რამდენიმე კომპანიაა, ამ მიმართულებით მომუშავე კომპანიების დიდი ნაწილი კი - იმპორტზე მუშაობას.

რაც შეეხება თავად „ჯი აი ფი სი“-ს, ის საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან საქმიანობს. არის ადგილობრივი მწარმოებელი როგორც ავტოსაღებავების, ასევე ლაქების, გამხსნელების და ფითხების. გარდა ამისა, ახორციელებს იგივე საქონლის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022