ჯანდაცვის მინისტრი: თურქეთიდან 200-მდე დასახელების მედიკამენტი შემოვა
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, თურქეთიდან უკვე 20-მდე დასახელების მედიკამენტია შემოსული, რომელიც აფთიაქებში იყიდება. ფასი კი, ზოგიერთ შემთხვევაში 80-90%-ით არის შემცირებული.
მისი თქმით, თუქრეთიდან ჯამში 200 დასახელების მედიკამენტი შემოვა საქართველოში, რაც ფასს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
"აღიარებით სიაში დავამატეთ თურქეთის ბაზარი. ბევრი ამას სკეპტიკურად უყურებდა და ამბობდა, რომ ეს წამლის ფასებზე არ იმოქმედებდა. აფთიაქებში 20-მდე დასახელების მედიკამენტია შემოსული. ფასი მკვეთრად შემცირებულია. ზოგ შემთხვევაში 80-90%-ით ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 1 კვირის და 1 თვის წინ. ამ პროცესს ჩვენ ვაგრძელებთ. ველოდებით, რომ თურქეთიდან ჯამში 200-მდე ისეთი მედიკამენტი შემოვა, რომელიც სხვა იმპორტიორ ქვეყნებს ჩაანაცვლებს. შესაბამისად, მკვეთრი გაიაფება იქნება", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.