ბიზნესი
15/04/2023

"ჯადოსნური ზღაპარი" წარმოების გურიაში გადატანას და მარტოხელა დედების დასაქმებას გეგმავს

ნედლეულის ფასების მკვეთრი ზრდის გამო, საბავშვო ავეჯისა და აქსესუარების მწარმოებელი  კომპანია „ჯადოსნური ზღაპარი“ სექტებრიდან  პროდუქციის გაძვირებას არ გამორიცხავს.  ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დამფუძნებელმა, ნინა მენაბდემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ბაზარზე ფასები სულ უფრო და უფრო იზრდება, ამ დროისთვის ნედლეულის ღირებულება თითქმის გასამმაგებულია. 

კომპანიამ  სულ ახლახანს  „აწარმოე საქართველოში“-ს გრანტი 28 ათასი ლარის ოდენობით მოიპოვა, რითიც ახალი დანადგარები შეიძინა და ასორტიმენტი გააფართოვა.

"ჯადოსნური ზღაპარი" სამომავლოდ , წარმოების  რეგიონში გადატანას განიხილავს.  „ჩემი მიზანია, სახელოსნო  პირველ ქართულ საწარმოდ გადავაქციო, რომელიც მარტოხელა დედამ, მარტომ შექმნა.  ასევე თანამშრომლები დავასაქმო, რომლებიც პირველ რიგში მარტოხელა დედები იქნებიან. „ - აცხადებს მენაბდე.

კონკრეტულად როდის გადავა საწარმო რეგიონში, ამაზე მენაბდე ვერ საუბრობს, რადგან ყევლაფერი ახალი გრანტის მოპოვებაზეა დამოკიდებული. 

ამ ეტაპზე ბრენდი საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას ონლაინ გაყიდვების საშუალებით ახდენს, თუმცა, მას შემდეგ, რაც წარმოება რეგიონში გადავა, გეგმავს როგორც საკუთარი მაღაზიის გახსნას, ისე საერთაშორისო ბაზარზე გასვლას. 

კომპანია „ჯადოსნური ზღაპრის"  პროდუქციის სარეალიზაციო ფასი 5 ლარიდან იწყება და 900 ლარამდე მერყეობს.

შეგახსენებთ,  კომპანია „ჯადოსნური ზღაპარი“ ბაზარზე 6 წელია ოპერირებს. კომპანია აწარმოებს  ტანსაცმლის  საკიდებს, თოჯინების სახლებს, სამზარეულოს, სახლი კარვებს, სარწეველა საწოლებს, ჩარჩოებს, პერსონალურ სანათებსა და  სხვადასხვა აქსესუარებს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023