ივნისში ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა 18%-ით გაიზარდა
Colliers Georgia-ს კვლევის მიხედვით, 2022 წლის ივნისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივნისთან შედარებით 17%-ით, 1,504 ერთეულამდე გაიზარდა. ბაზრის ზომა კი 18%-ით 63 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ამავე პერიოდში, ბათუმში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა, ძველ ბინებზე კი მაჩვენებელი გაორმაგდა და 256 ერთეული შეადგინა.
რაც შეეხება ტრანზაქციებს, ივნისში აღნიშნულის რაოდენობა 24%-ით გაიზარდა ახალაშენებული ბინების მედიუმ სეგმენტში და 595 ერთეული შეადგინა, მაშინ როცა ეკონომ და პრემიუმ სეგმენტებში მაჩვენებელი, შესაბამისად, 2% და 10%-ით შემცირდა.
კვლევის მიხედვით, ბათუმში 2022 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი უნიშვნელოდ, 4%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე 856 აშშ დოლარი შეადგინა. ძველ ბინების შემთხვევაში კი 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მაჩვენებელი კვ.მ-ზე $663–ს გაუტოლდა.