ბიზნესი
19/07/2023

ივნისში ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა 10%-ით შემცირდა

Colliers Georgia-ს კვლევის მიხედვით, 2023 წლის ივნისში, ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივნისთან შედარებით 16%-ით, 1,295 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 10%-ით შემცირდა და 59 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 12%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 39%-იანი კლება დაფიქსირდა. ახალაშენებული პრემიუმ სეგმენტის ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 31%-ით გაიზარდა. მედიუმ და ეკონომ სეგმენტებში კი მაჩვენებლის 21% და 22%-იანი კლება დაფიქსირდა.

ამავე კვლევის მიხედვით, ბათუმში 2023 წლის ივნისში, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 983 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 23%-ით, 827 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

 

Businesspartner