ბიზნესი
18/05/2023

ივლისიდან შვეიცარიული აგრარული სკოლა “კავკასია“ კარაქის წარმოებას დაიწყებს

ზაფხულიდან, შვეიცარიული აგრარული სკოლა “კავკასია“ კარაქის წარმოებას დაიწყებს, რომელიც 200 და 400 გრამიან შეფუთვებში იქნება. საკითხზე „ბიზნესპარტნიორს“ სკოლის დირექტორი თინათინ მახარაძე ესაუბრა.

„ისევე როგორც ჩვენი სხვა პროდუქცია, ესეც იქნება აბსოლუტურად ნატურალური პროდუქტი. სავარაუდოდ, ივლისის თვიდან ჩაეშვება ის სარეალიზაციო ქსელში. როცა უკვე საძოვარზე გავა საქონელი, რძის რაოდენობა და ცხიმიანობა მოიმატებს, ჩვენ მაშინვე დაიწყებთ წარმოებას“, - აღნიშნა მახარაძემ.

მისივე თქმით, კარაქი მაღალ საფასო სეგმენტში იქნება, რადგან მთაში, ხელით წარმოებული, აბსოლუტურად ნატურალური პროდუქტია.

შვეიცარიული აგრარული სკოლის მიერ დამზადებული კარაქი „კავკასიის“ ბრენდის ქვეშ გაიყიდება და ის საწყის ეტაპზე, „გუდვილსა“ და „ბლაუენშტაინის“ ქსელში გამოჩნდება, თუმცა ეტაპობრივად, სავაჭრო ქსელების ჩამონათვალი გაფართოვდება.ამ საკითხზე მუშაობა შვეიცარიულ აგრარულ სკოლას უკვე დაწყებული აქვს.

შეგახსენებთ, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში  შვეიცარული პროფესიული განათლების მოდელის მიხედვით, სკოლა და საცხოვრებელი კამპუსი ფუნქციონირებს. სკოლის ბაზაზევე, შვეიცარიული ტექნოლოგიით 5 დასახელების ყველი იწარმოება, რომელიც სარეალიზაციო ქსელში 2022 წლიდან გამოჩნდა. პროექტს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და "მარგებელი ჰოლდინგის" მფლობელი მიხო სვიმონიშვილი შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022