ბიზნესი
13/09/2021

ივა ჭყონია: Carrefour-ი სასამართლო პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს

დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე Carrefour-თან გაჭიანურებულ დავაზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს. მისი თქმით, სასამართლო პროცესი რთულ ეტაპზეა გადასული და Carrefour-ი სხდომის გადადებას ხელოვნურად ცდილობს.

“10 მოსარჩელე კომპანიიდან, მხოლოდ ერთი კომპანიის მოსამზადებელი სხდომა ჩაინიშნა, რომლისთვისაც Carrefour-მა კიდევ ერთხელ დრო ითხოვა, ხელოვნურად გადაადებინა პროცესი და როდის ჩაინიშნება წარმოდგენა არ გვაქვს. ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტი და ნეგატიურად აისახება ჩვენს ბიზნესზე.

სასამართლო სისტემა ბიზნესის მიმართულებით გაუმართვია, შესაქმნელია კანონპროექტი, რომელიც იმპორტიორებსა და ადგილობრივ მწარმოებლებს, სადისტრიბუციო კომპანიებს დაგვიცავს, რომ დროულად მოხდეს თანხების ამოღება", – აცხადებს ივა ჭყონია. 

მისი თქმით, მოსარჩელეთა რაოდენობა ამ ეტაპზე არ გაზრდილა, თუმცა რამდენიმე კომპანიას მოლაპარაკებები აქვს იურისტებთან.

“კომპანიები აკვირდებიან პროცესს და სარჩელის შეტანის აზრს ვეღარ ხედავენ, ნდობა დაკარგეს, რადგან თითქმის ნახევარი წელია უმიზეზოდ ჭიანურდება პროცესი, იხარჯება ფინანსები და შედეგი ისევ არ გვაქვს, თუმცა სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას გავაგრძელებთ,“- აღნიშნავს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე. 

საკითხთან დაკავშირებით "ბიზნესპარტნიორი" Carrefour-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც შეეხმიანა, თუმცა კომპანია კომენტარისგან თავს იკავებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე კომპანიამ განცხადება ჯერ კიდევ მარტში გაავრცელა.

შეგახსენებთ, ქართველი მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები Carrfour-ს  სასამართლოში უჩივიან. საუბარია რამდენიმე სარჩელზე. ქსელი კომპანიებს პროდუქციის ღირებულების თანხას დროულად არ ურიცხავს. მეორე მხრივ კი დამატებით ირეალურ საკომისიოებს არიცხავენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020