ბიზნესი
12/05/2023

იცით, Viber-ის რომელი ფუნქციები დაგეხმარებათ სმარტფონით მოგზაურობისას?

სამოგზაურო სეზონის მოლოდინში, ჩვენ შევადგინეთ იმ სასარგებლო ფუნქციების სია, რომლებიც უკვე თქვენს სმარტფონშია. ისინი დაგეხმარებიან, რომ გზა არ აგებნეთ, იყოთ მუდამ კონტაქტზე და გახადოთ თქვენი დასვენება უფრო კომფორტული და სასიამოვნო.

 

მესენჯერები 

მუდმივად ხაზზე ყოფნა მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც  მოგზაურობისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. მიუხედავად იმისა, ხანგრძლივ მოგზაურობას გეგმავთ სრულიად სხვა კონტინენტებზე, თუ ახლომდებარე ადგილების მონახულებას აპირებთ, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ თქვენს შესახებ ინფორმაცია, ან იცოდნენ გადაადგილების მარშრუტი. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩასვლისთანავე შეიძლება დაგჭირდეთ დაუკავშირდეთ სასტუმროს, ტაქსის ან ტურისტულ მეგზურს, ამ დროს კი, შესაძლოა არ გქონდეთ ხელთ ადგილობრივი SIM ბარათი. ამ პრობლემის მოგვარებაში, მესენჯერები დაგეხმარებიან. ამისათვის საჭიროა, რომ წინასწარ დაამატოთ თქვენთვის სასურველი საკონტაქტო ნომრები სიაში და განიხილეთ მათთან მიმოწერის ძირითადი ორგანიზაციული საკითხები. როგორც წესი, ნებისმიერ აეროპორტში, რკინიგზის სადგურში ან კაფეში შეგიძლიათ იპოვოთ უფასო Wi-Fi, რათა მესენჯერის საშუალებით, მისწეროთ ან დაურეკოთ შესაბამის ადამიანს.

თუ ეს პუნქტი არ გქონდათ გათვალისწინებული და დანიშნულების ადგილას აღმოაჩინეთ, რომ თქვენთვის საჭირო კონტაქტი მესენჯერებში არ გაქვთ, მაშინ, Viber-ის Out calls ფუნქცია დაგეხმარებათ.  Out calls ფუნქცია საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ უსაფრთხო, მაღალი ხარისხის ზარები მთელს მსოფლიოში პირდაპირ აპლიკაციიდან ნებისმიერ სტაციონარული ან მობილური ტელეფონის ნომერზე, მაშინაც კი, თუ ეს კონტაქტები არ არის რეგისტრირებული Viber-ზე. ზარი ხორციელდება Viber-ის აპლიკაციიდან და მიიღება ჩვეულებრივი სატელეფონო ზარის მსგავსად. ფუნქცია ფასიანია, ამიტომ სჯობს წინასწარ შეავსოთ ბალანსი Viber-ში ან შეიძინოთ სატარიფო გეგმა, რომელიც გთავაზობთ დარეკვის სხვადასხვა ვარიანტს.

თარგმნა

როდესაც სხვა ქვეყანაში იმყოფებით, ენის ბარიერი, შესაძლოა შფოთის მიზეზი გახდეს. თუ ინგლისურს საბაზისო დონეზე მაინც ფლობთ, დიდი ალბათობით შეძლებთ ყოველდღიური საკითხების მოგვარებას, მაგალითად, საჭმლის შეკვეთას ან ადგილობრივებთან კომუნიკაციას. თუმცა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სასაუბრო ინგლისურის დონე განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში და ამ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი დახმარება.

მეტი თავდაჯერებულობისთვის, რომ კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები არ გექნებათ, შეგიძლიათ დააინსტალიროთ Google Translator თქვენს ტელეფონზე, რომელიც ინტერნეტის გარეშეც მუშაობს. (ამისთვის, საჭიროა, რომ აპლიკაციაში წინასწარ გადმოწეროთ სასურველი ენის პაკეტი). გარდა ამისა, თარგმნას შეძლებთ პირდაპირ სურათიდანაც - შეგიძლიათ უბრალოდ ფოტო გადაუღოთ უცხოენოვან მენიუს ან რეკლამას და თქვენთვის ნაცნობ ენაზე თარგმნოთ.

თუ თქვენი ადგილობრივი კონტაქტი, ადამიანი, რომელიც გეხმარებათ დაბინავებაში, ტრანსპორტირებასა ან ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაში, სხვა ენაზე საუბრობს ან არ ფლობს ინგლისურს, შეგიძლიათ Viber-ში მისწეროთ -  მესენჯერს უკვე აქვს ჩაშენებული შეტყობინებების თარჯიმანი. ამ ფუნქციის წყალობით, თქვენ არ დაგჭირდებათ სხვა აპლიკაციებსა თუ ვებსაიტებზე გადასვლა. ამისთვის, თქვენ უბრალოდ უნდა დააჭიროთ შეტყობინებას და გახსნილ ფანჯარაში, აირჩიეთ "Translate". ამის შემდეგ, თქვენს მიერ არჩეულ ენაზე გადათარგმნილი ტექსტი დაუყოვნებლივ გამოჩნდება ორიგინალური შეტყობინების ქვეშ. ენის შეცვლა შესაძლებელია პარამეტრებში.

"შეტყობინებების თარგმნის" ფუნქცია Viber ჩატებში

გზამკვლევი

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ყველა მოგზაურს აწუხებს ეს არის - არ დაიკარგოს ახალ ქალაქში ან იპოვოთ შესაფერისი ადგილი. მართალია თქვენს სმარტფონს აქვს ონლაინ რუკა, მაგრამ ის მხოლოდ ინტერნეტ კავშირის შემთხვევაში მუშაობს. მთებში ან ქალაქგარეთ წასვლისას, გასათვალისწინებელია, რომ კავშირი შეიძლება იყოს არასტაბილური. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენთვის ახალ მარშრუტზე გასვლამდე, ჯერ გადმოწერეთ ყველა ინფორმაცია ქალაქის ან ტერიტორიის შესახებ - მაშინ ყველა მონაცემი, ინტერნეტის გარეშეც ხელმისაწვდომი იქნება. ამის გაკეთება შეგიძლიათ, მაგალითად, Google Trips-ში. მონიშნეთ რუკაზე სასურველი ადგილი, მოძებნეთ რესტორნები, ატრაქციონები, წაიკითხეთ მიმოხილვები მათ შესახებ და ნახეთ რეკომენდაციები.

კიდევ ერთი „ლაიფჰაკი“, რათა მარტივად იპოვოთ თქვენი მეგობრები პარკში ან არ დააყოვნოთ ტურის გიდი, არის თქვენი მდებარეობის გაზიარება რუკაზე. მეტი კომფორტისთვის, ამის გაკეთება პირდაპირ მესენჯერებშია შესაძლებელი. ამის შემდეგ, თქვენ მომენტალურად დაინახავთ საჭირო ადამიანების ადგილმდებარეობას და მარტივად შეძლებთ მათთან კომუნიკაციას.

შეინახეთ მოგონებები

ნებისმიერი მოგზაურობა და ყოველდღიური გარემოს შეცვლა დადებითი ემოციებისა და ნათელი მოგონებების წყაროა. გადაიღეთ ფოტოები, ჩაწერეთ ვიდეოები და გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. საკომუნიკაციო აპლიკაციებში შეგიძლიათ განახორციელოთ მაღალი ხარისხის ვიდეო ზარები საყვარელ ადამიანებთან და რეალურ დროში აჩვენოთ მათ ის სილამაზე, რომლითაც ამჟამად ტკბებით.

 

სტიკერების ნაკრების შექმნის ფუნქცია Viber ჩატებში, საშუალებას გაძლევთ დაამატოთ სტიკერები და სხვა ელემენტები თქვენს ფოტოზე

მოგზაურობის დასრულების შემდეგ ნათელი მოგონებების შესანახად, შეგიძლიათ შექმნათ თქვენი უნიკალური სტიკერების ნაკრები ან მოგზაურობის სასაცილო გიფ-სურათების კოლექცია. ამის გაკეთება კი პირდაპირ მესენჯერშია შესაძლებელი. მაგალითად, Viber-ში: შექმნის პროცესი მარტივია და არ საჭიროებს სპეციალურ უნარებს. თქვენ მხოლოდ უნდა აირჩიოთ თქვენი საყვარელი სურათები, დაამატოთ მათ მხიარული ფრაზები - და სასიამოვნო მოგონებები დიდხანს დარჩება თქვენთან ერთად, ხოლო თქვენი მიმოწერა მეგობრებთან კიდევ უფრო საინტერესო გახდება.