ბიზნესი
16/09/2020

"იწის წყალმა“ წარმოება განაახლა

მტკნარი წყლის მწარმოებელმა კომპანიამ „იწის წყალი“  წარმოება განაახლა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ვლადიმერ გურგენიძემ განუცხადა, „იწის წყალი“ მომავალი წლის ბოლომდე ჯამში 1 მილიონი დოლარის პროდუქციას ექსპორტზე გაიტანს.

გურგენიძის განცხადებით, ამბროლაურში წარმოებული მტკნარი წყალი 1 კვირაში რუსეთში გავა. ექსპორტიორ ქვეყნებს შორისაა ბელორუსი და ყაზახეთი.

კომპანია „იწის წყალი 2017  წელს დაფუძნდა, თუმცა პროდუქციის წარმოება 2018 წლის იანვარში სატესტო რეჟიმში დაიწყო. ქარხანა ამბროლაურში მდებარეობს.

ამბროლაურში, მდებარე მტკნარი წყლის ახალ საწარმო „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფინანსური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის ფარგლებში შეიქმნა. საწარმოს წარმადობა წელიწადში 10 მილიონ ბოთლის წარმოებაა. ამ დროისთვის კი 2 მილიონის წარმადობით მუშაობს.

მტკნარი წყალი უკვე იყიდება რაჭის რეგიონში და თბილისის რამდენიმე რესტორანში. კომპანიის წარმოებული პროდუქცია  იყიდება როგორც შუშის (ნახევარ ლიტრიანი), ასევე პლასტმასის ბოთლებში (0.33,0.5 და 1.5 ლიტრიანი).  რაც შეეხება ფასს, გურგენიძე აცხადებს, რომ  კომპანიის გასაყიდი ფასი 0.5 ლიტრიან ბოთლში 0.33 ლარს შეადგენს.