ბიზნესი
18/02/2021
ირაკლი გურჩიანი: ეჭვი მაქვს, ისეთი პრემიერი გვეყოლება, რომელმაც ბიზნესის არაფერი იცის
„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ პრეზიდენტი ირაკლი გურჩიანი „ბიზნესპარტნიორთან“ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას აფასებს.
მისი განცხადებით, გიორგი გახარია ერთადერთი იყო მთავრობაში, რომელმაც იცოდა რა არის ბიზნესი.
“გახარია ნიჭიერი და განათლებული კაცია. მან იცოდა ბიზნესში არსებული სირთულეები და ასე შემდეგ. ეჭვი მაქვს, ისეთი ადამიანი მოვა, რომელმაც ბიზნესი საერთოდ არ იცის და ბიზნესი დახლი ჰგონია ბაზარში. ეს სიტუაცია დროებითია, რადგან მგონია, რომ რიგგარეშე არჩევნებს ალტერნატივა აღარ აქვს,“ - აცხადებს გურჩიანი.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვებაზე დღეს დილით განაცხადა. მან მიზეზად ნიკა მელიას დაპატიმრება და ამ საკითხთან დაკავშირებით გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა.