ბიზნესი
02/08/2021

ირაკლი ღარიბაშვილი: ბიზნესს მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ივნისში ეკონომიკის 18.7%-იანი ზრდა ადასტურებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკის ზრდა მაღალი ტემპით მიმდინარეობს. 

“ჩვენს მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს. 

ბოლო 3 თვის განმავლობაში მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, რაც სასიხარულო ამბავია ჩვნთვის. 6 თვის მაჩვენებელმა შეადგინა 12.8% - ეს უპრეცედენტო ზრდაა“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერის თქმით, მთავრობა ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ახალ პროექტებს დააფინანსებს. პროგრამა “აწარმოე საქართველოში“ განახლებულ პაკეტს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა წარმოადგენს. 

“ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ბიზნესს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022