
ინტერიერის ინსპირაცია - Designweek-ის რჩეულებში თიბისის სათაო ოფისი მოხვდა
ცნობილი ბრიტანული ონლაინ ჟურნალი Designweek-ის ინტერიერის შთამბეჭდავ რჩეულებში თიბისის სათაო ოფისი მოხვდა.
გამოცემა წერს, რომ ფლაგმანი ქართული ბანკისთვის Sheridan&Co’s-ს შექმნილი დიზაინი მომხმარებლისთვის "სრულიად ახალი გამოცდილების შეძენას" ისახავს მიზნად.
"ის თიბისის სათაო ოფისში, 100-წლიან ისტორიულ შენობაშია. 4 სართულიანი შენობა 11 სხვადასხვა ზონად არის დაყოფილი. ზონები საკონფერენციო, საპრეზენტაციო და სამუშაო სივრცეებად არის დაყოფილი, არის ბიბლიოთეკა, კაფე და სხვა.
ავეჯის დანიშნულება სივრცესთან კომუნიკაციაა, მრგვალ ოთახებში მრუდხაზოვანი მაგიდებია, მომრგვალებულია წიგნების კარადები და საპრეზენტაციო თაროები, ისინი ოთახის სიმრგვალეს მიყვება.
გამოყენებულია ბუნებრივი მასალები, მათ შორის როგორიცაა მარმარილოს და ხის მაგიდები, ყავისფერი ტყავის სავარძლები", - წერს გამოცემა.
აღსანიშნავია, რომ დიზაინის ინდუსტრიაში ცნობილი გამოცემა Designweek-ი 1986 წელს გამოჩნდა მედია ბაზარზე. გამოცემა 2011 წლიდან ციფრულ პლატფორმაზეა წარმოდგენილი.