ბიზნესი
26/06/2023

"ინსპირაცია" წლის ბოლომდე მამაკაცის ხაზის წარმოებას გეგმავს

ტანსაცმლის ატელიე და მაღაზია „ინსპირაცია“ წლის ბოლომდე მამაკაცის  ტანსაცმლის წარმოებას გეგმავს.  როგორც  „ბიზნესპარტნიორთან“  კომპანიის დამფუძნებელი მარიამ  კალანდაძე აცხადებს, მამაკაცის ხაზი სარეალიზაციო ქსელში „ასიმეტრიის“ ბრენდის ქვეშ გაიყიდება.

„ვაპირებთ თავისუფალი სტილის მაისურებისა და შარვლების წარმოებას. ამ ეტაპზე კოლექციიის შექმნის პროცესია, შესაბამისად, დამატებით დეტალებს ვერ გავასაჯაროვებთ. რაც შეეხება ფასებს, მამაკაცის ტანსაცმელი 80 ლარიდან  150 ლარის ფარგლებში იქნება წარმოდგენილი,“-აცხადებს კალანდაძე.

„ინსპირაციის“ დამფუძნებელი სექტორში არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს,რომ სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობს დიხაინერების მიმართ  სათანადო ხელშეწყობა, რომელიც სამომავლოდ მათ პროდუქციის რეალიზაციაში დაეხმარება.

როგორც კალანდაძე აღნიშნავს, ამ დროისთვის „ინსპირაციის“ მიერ შექმნილი კოლექციები ონლაინ  და საგამოფენო სივრცეების საშუალებით იყიდება.

„ინსპირაციის“ დამფუძნებლის განცხადებით, კომპანიას  საკუთარი მაღაზია  თბილისსა და ბათუმში ჰქონდა, თუმცა მოლებში არსებული მაღალი გადასახადის გამო  დახურვა მოუწიათ. კალანდაძის თქმით,კომპანია ამ ეტაპზე, მაღაზიების ხელმეორედ გახსნას არ განიხილავს.

კალანდაძის განმარტებით, „ინსპირაცია“ ნედლეულს ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს,თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ქსოვილი თურქეთიდან და დუბაიდანაც შემოაქვს.  

„ინსპირაციას“ ხელფასებისა და ნედლეულის ფასის გაზრდის გამო  პროდუქციაზე ფასების მომატება მოუწია, თუმცა დამფუძნებლის ინფორმაციით, კომპანია ფასების შენარჩუნებას ცდილობს.

ცნობისთვის,  ტანსაცმლის ატელიე და მაღაზია „ინსპირაცია“ ბაზარზე 5 წელია ოპერირებს და ამ დროისთის ქალის  ტანსაცმელს აწარმოებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023