ბიზნესი
18/03/2021

Inn Group-ი მზადაა თანამშრომლების ასაცრელად COVID ვაქცინა კომერციული ჯგუფებისგან შეისყიდოს

სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group-ი მზადაა Covid ვაქცინა  კომერციული ჯგუფებისგან შეისყიდოს  ვაქცინა და საკუთარი თანამშრომლები აცრას.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განუცხადა, მთავარია ამის ნება არსებობდეს და Horeca სექტორს  ამის უფლება მისცენ.

„საბედნიეროდ ამაზე მუშაობა რამდენიმე სადაზღვევო კომპანიამ დაიწყო, ისინი გეგმავენ შეისყიდონ კომერციული ვაქცინა და კორპორატიულ კლიენტებს შესთავაზონ.ეს მისასალმებელია, რადგან სხვა შემთხვევაში ვაქცინაციის მაჩვენებელი და მოცვა საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა. საბოლოო ჯამში კი ყველაფერი ტურიზმე და შემოსავლებზე მოქმედებს. იმედი გვაქვს, რომ კომერციული ვაქცინაცია დააჩქარებს პროცესს, რადგან Horeca-ს წარმომადგენლებს სახელმწიფო ვაქცინა არ მოუწევთ დიდი ხანი.

რაც შეგვეხება ჩვენ, Inn Group-ს, ნებისმიერი კომერციული ორგანიზაცია, რომელიც შემოიტანს ოფიციალურად ქვეყანაში ვაქაცინებს კომერციული სახით, მზად ვართ ვითანამშრომლოთ მათთან და განვიხილოთ მათი შემოთავაზებები,“-აცხადებს კოკაია.

შეგახსენებთ, 2021 წლის 25 თებერვლიდან სამთო კურორტებზე სასტუმროები, ხოლო  საბაგიროები  8 მარტიდან გაიხსნა.

ქვეყნის მასშტაბით კოვიდის ფონზე ზამთრის კურორტების მუშაობა 2020 წლის  28 ნოემბრიდან იყო შეზღუდული. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება შეწყდა.

ამასთან, სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დაშვებული იყო მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.

რაც შეეხება ვაქცინაციას,საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ პარტია 13 მარტს მიიღო. დაზღვეულისებისთვის კომერციულ ვაქცინის შეთავაზებას გეგმავს „ჯიპიაი ჰოლდინგიც“.