ბიზნესი
24/01/2022

Inex Group: საქართველოს ავიაბაზარს გაზრდილი ტვირთების გამტარუნარიანობა არ აქვს

საქართველოში მოქმედ ამანათების გადამზიდ კომპანიებს საჰაერო გზით ტვირთების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ.

კერძოდ, მათი ნაწილის განცხადებით, საქართველოში არ ოპერირებს საკმარისი რაოდენობის სატვირთო ავიაკომპანია, რაც გადაზიდვების ფასებსა და ტვირთის მიღების ხანგრძლივობას ზრდის.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ Inex Group-ის დირექტორი, გიორგი კაპანაძე განმარტავს, ამ თვალსაზრისით ბაზარზე მძიმე მდგომარეობაა.

"ავიაგადაზიდვების მიმართულებით პროგნოზის გაკეთება რთულია. ჩვენ სახმელეთო გადაზიდვებიც გვაქვს და აქ სტაბილურად ვმუშაობთ, როგორც ტარიფის ასევე ვადების თვალსაზრისითაც. რაც შეეხება საჰაერო მიმართულებას, ეს გლობალური თემაა. საქართველოში საჰაერო გადაზიდვებთან დაკავშირებით არაერთი პრობლემაა. ძალიან მცირე რაოდენობის სატვირთო რეისები სრულდება, როგორც ევროპიდან, ასევე აზიის მიმართულებით. ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია მოიმატებს თუ არა იმ ავიაკომპანიების რაოდენობა,რომელსაც საქართველოში ტვირთები ჩამოაქვს. დღესდღეობით რეალობა ასეთია, ბაზარზე ორი-სამი ავიაკომპანიაა, ყველა ტვირთი რაც კი საქართველოში შემოდის, ამ კომპანიების თვითმფრინავებზეა დამოკიდებული. კვირაში ერთეული რეისები სრულდება და ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაა. თუ შეიცვალა სიტუაცია, რა თქმა უნდა, კონკურენტუნარიანი ფასებიც იქნება და ფასების დაწევის საშუალებაც მოგვეცემა“,- განაცხადა კაპანაძემ.

Inex Group-ი სახელმწიფოს მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთოს საქართველოს ბაზარზე ახალი სატვირთო ავიაკომპანიების მოზიდვის პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემების მოგვარების ეფექტიან გზას ვერ ხედავს.

"სამწუხაროდ, ავიაკომპანიების პრობლემა ჯერჯერობით მოუგვარებელია. სახელმწიფოს მხრიდან მეტი აქტიურობაა საჭირო, რომ მეტი ავიაკომპანია დაინტერესდეს საქართველოში ავიარეისების შესრულებით. არის ტვირთი, განსაკუთრებით გაზრდილია მისი რაოდენობა ჩინეთის მიმართულებით, ვინაიდან საზღვაო გადაზიდვები გაძვირებულია. საქართველოს სატვირთო ავიაბაზარს კი ამ გაზრდილი ტვირთის გამტარუნარიანობა არ აქვს. სახელმწიფოს მხრიდან თუ იქნება ხელშეწყობა, რომ მეტი სატვირთო ავიაკომპანია შემოვიდეს ქვეყანაში, ეს ტვირთები უფრო დროულად იმოძრავებს“,- განაცხადა კაპანაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
05

18/08/2020
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
06

11/07/2023