ბიზნესი
11/04/2021

"ინერტული მასალების კომბინატი" კარიერის ათვისება-დამუშავებაში ₾1 მლნ-ის ინვესტირებას გეგმავს

კომპანია "ინერტული მასალების კომბინატი" წლის ბოლომდე ქვიშა-ხრეშოვანი მასალის მოპოვება-დამუშავებაში წლის ბოლომდე ₾1 მლნ-ის ინვესტირებას გეგმავს.

კომპანიამ ქვიშა-ხრეშოვანი მასალის მოპოვება-დამუშავების მიზნით თერჯოლაში, 3 ჰექტარი საკარიერო ნაკვეთი პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში შეიძინა.

კომპანიის დირექტორი ლევან სვანიძის თქმით, ამ დრომდე, კარიერების ათვისებასა და ტრანსპორტში უკვე განხორციელებულია დაახლოებით 3 მლნ ლარის ინვესტიცია, ბიზნესი წარმატებით თანამშრომლობს ავტობანის მშენებლობით დაკავებულ ჩინურ კომპანიებთან.

"გვაქვს ხელშეკრულება ჩინურ კომპანიებთან, რომლებიც ავტობანს აშენებენ. ვფიქრობ, რომ ავტობანის მშენებლობის დასრულების შემდეგ, უსაქმოდ არ დავრჩებით, რამდენადაც ეკონომიკის განვითარება დამატებით ასეთი ახალი მშენებლობის საჭიროება გაჩნდება. გარდა ამისა, ჩვენი მასალა სჭირდება მშენებლობის ყველა დარგს როგორც სამოქალაქო ასევე გზების მშენებელობას, ნაპირსამაგრ სამუშაოებსა და თუ სხვა," - განმარტავს ლევან სვანიძე.

კომპანია დღეისათვის 25 ადამიანს ასაქმებს, რომელთა უმეტესობასაც ადგილობრივები არიან. კომპანიის დირექტორის ლევან სვანიძის თქმით, უკვე მირებულია გადაწყვეტილება ბიზნესის გაფართოებაზე და დასაქმებულების რაოდენობა 40-მდე გაიზრდება.