ბიზნესი
14/07/2023

"ინდივიდუალურ საცხოვრებელი სახლების დაპროექტებას ძირითადად ემიგრანტები ითხოვენ"

"ჩვენს დამკვეთებს უმეტეს წილად,  ქართველი დეველოპერები წარმოადგენენ, მაგრამ ინდივიდუალურ საცხოვრებელი სახლების დაპროექტებას ძირითადად ემიგრანტები ითხოვენ," - ამის შესახებ არქტიტექტურულ-საპროექტო კომპანია „არქიდეას“ გენერალური დირექტორი გიორგი ქევანიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს. 

მისი ინფორმაციით, კომპანია ყოველწლიურად ვითარდება და საქართველოში წამყვან დეველოპერულ კომპანიებთან, როგორიცაა M2, თეთრი კვადრატი, არქი ჰოტელსი, ამასთან სასტუმროების პროექტირებაში აქტიურად თანამშრომლოს სხვადასხვა ოპერატორებთან, რომელთაც საქართველოში შემოყავთ  მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ბრენდები.

მისი ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში კომპანიას მნიშვნელოვანი ჩავარდნა ჰქონდა დეველოპერული პროექტების მხრივ, რა დროსაც გაიზარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების პროექტირების დაკვეთები, ფიზიკურ პირების მხრიდან.

როგორც თავადვე აღნიშნავს, ეს თემა დღემდე აქტუალურია, რადგანაც პრობლემად იქცა ქალაქის გადაჭედილი განაშენიანება და აქედან გამომდინარე მოთხოვნა გაიზარდა ქალაქის მიმდებარედ არსებული ურბანულად აუთვისებელ ტერიტორიებზე, რაც განაპირობებს ინდივიდუალური სახლების  პროექტირებაზე მაღალ მოთხოვნას.

რაც შეეხება ფასებს, არქტიტექტურული-საპროექტო კომპანია „არქიდეა“-ს დამფუძნებელი აცხადებს, რომ საპროექტო ნაწილში ფასები გაიზარდა, რაც ახალმა რეგულაციებმა გამოიწვია.

ცნობისთვის, არქტიტექტურულ-საპროექტო კომპანია „არქიდეა“ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023