ბიზნესი
07/02/2023

იმპორტიორი პრემიერს პასუხობს: ჩვენი ფასნამატი მინიმალურია, დაახლოებით 5-6%

იმპორტიორები პრემიერის გუშინდელ განცხადებას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც მოსახლეობას 100%-იანი ფასნამატით უწევს პროდუქტების შეძენა. კომპანა "ალფას" ხელმძღვანელი ირაკლი ციხისთავი აცხადებს, რომ მისი კომპანიის შემთხვევაში, ფასნამატი მინიმალურია.

„პირველადი მოხმარების ისეთ პროდუქტებზე, როგორებიც არის ზეთი, წიწიბურა, ბრინჯი, ფქვილი, ჩვენ ფასნამატი გვაქვს მინიმალური 5-6%“, - ამბობს ირაკლი ციხისთავი.

„ბიზნესპარტნიორის“ კითხვაზე, რამდენად მწვავედ დგას ქვეყანაში სურსათზე მაღალი ფასნამატის პრობლემა და რეალურად იმ ციფრებზეა თუ არა საუბარი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა, იმპორტიორი კომპანა "ალფას" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მას ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

„მე არ ვიცი პრემიერს რა ინფორნაცია აქვს. ჩვენს გარდა, კიდევ ბევრი იმპორტიორი არსებობს და მათთან მიმართებაში, რა ხდება მე ვერ გიპასუხებთ“, - განმარტა ირაკლი ციხისთავმა.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ შესაბამის მინისტრებს სურსათის იმპორტიორებთან შეხვედრა და პროდუქტების მაღალ ფასებთან დაკავშირებით გამოსავლის გზების მოძებნა დაავალა.

„მე მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა მქონდეს მაგიდაზე სრული სურათი, შესაბამისი გამოსავლის გზებით. ეს რა თქმა უნდა, არის მიუღებელი, ამხელა მოგებით გვახსოვს ძალიან კარგად მუშაობდნენ წამლების იმპორტიორები, მედიკამენტების შემომტანები. გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი მოყვა მაშინ ამ ამბავს, როცა ეს თემა გავხსენით, მაგრამ შედეგიც სახეზე იყო. გავხსენით თურქეთის ბაზარი და ახლა უკვე არის რეფერენტული ფასები, რამაც 60-70-80 პროცენტით შეამცირა მედიკამენტებზე ფასები და ჯამში, ჩვენმა მოსახლეობამ 200 მლნ ლარის ეკონომია გააკეთა, ანუ საკუთარი ჯიბიდან დანახარჯები შემცირდა 200 მლნ ლარით. ამიტომ მე ვხედავ აქ ძალიან დიდ პოტენციალს, ვხედავ რომ აქ სამწუხაროდ არ არის სწორი მიდგომა იმპორტიორების მხრიდან, ამიტომ საჭიროა მათთან საუბარი, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ამ მოწოდებას და ამ მიმართვას ანგარიშს გაუწევენ და გაითვალისწინებენ, არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება, ეს არის არასწორი საქციელი,“- აღნიშნა პრემიერმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022