ბიზნესი
04/12/2020

“იმდენად დაბალი აქტივობაა, ფაქტობრივად გაჩერებულები ვართ“ – “ლოპოტა სპა რეზორტი“

„ლოპოტა სპა რეზორტის“ დამფუძნებელი მიხეილ  ნაცვლიშვილი  „ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს, რომ სასტუმრო გახსნილია,თუმცა, ამ დროისთვის დამსვენებლების ძალიან დაბალი აქტივობაა.

„სტუმარი თითქმის არ არის, ფაქტობრივად გაჩერებულები ვართ. ახალი წლისთვის იმედი გვაქვს, რომ  სიტუაცია გამოსწორდება და აქტივობა გაიზრდება. ამ  ეტაპზე არ არის ჯავშნებიც“ -აცხადებს ნაცვლიშვილი.

 თვის განმავლობაში „ლოპოტა სპა რეზორტი“ დაახლოებით რა ოდენობის შემოსავალს კარგავს, ამაზე ნაცვლიშვილი ვერ საუბრობს, რადგან კომპანიას ეს ხარჯი ამ ეტაპზე დათვლილი არ აქვს.

როგორც ნაცვლიშვილი აცხადებს, შექმნილ სიტუაციაში კომპანიას თანამშრომლების ნაწილის უხელფასო შევებულებაში გაშვება მოუწია.

„ლოპოტა სპა რეზორტი ბაზარზე“  2006 წლიდან გამოჩნდა. ესაა დასასვენებელი კომპლექსი კახეთში, ლოპოტას ტბასთან ახლოს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი პირველი რეზორტული ტიპის სასტუმრო კომპლექსია.