ბიზნესი
27/04/2023

"იგოეთის" სუნელები და აჯიკა შესაძლოა აშშ-სა და ნიდერლანდებში გაიყიდოს

სუნელებისა და აჯიკების მწარმოებელი კომპანია  „იგოეთი“ წლის ბოლომდე ექსპორტის მიმართლებით გააქტიურებას გეგმავს.

როგორც  „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, ვაჟა ილურიძემ განუცხადა, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის მიმართ დაინტერესება საერთაშორისო ბაზრების მხრიდან სულ უფრო იზრდება.

კომპანიას რამდენიმე ევროპულ ქვეყანასთან გაგზავნილი აქვს საკუთარი პროდუქცია, რათა მოხდეს მათი ლაბორატორიულად შემოწმება, უკვე ამის შემდეგ  აღნიშნულ ქვეყნებთან მოლაპარაკებების ეტაპი დაიწყება.  

„დაინტერესებულნი არიან  მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჰოლანდიიდან და იაპონიიდან. მათთან ამ ეტაპზე აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ,“- აცხადებს ილურიძე.

კომპანიამ სულ ახლახანს მომხმარებელს ალუბლის აჯიკა შესთავაზა, ხოლო სულ ცოტახნის წინ მაღაზიებში აჯიკა ფეიხოათი გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ საწარმო ადგილობრივ ნედლეულს იყენებს, თუმცა განსაკუთრებულ ჯიშებს აზიისა და ეგვიპტის ბაზრებზე ყიდულობს.

ცნობისთვის, „იგოეთის“ საწარმო 2020 წლიდან ფუნქციონირებს და ამ დროისთვის 18-მდე დასახელების სუნელ-სანელებლებს აწარმოებს.

 

 

 

Businesspartner