ბიზნესი
15/03/2021

ICR ჯგუფი: შოპინგი თერაპია აღარ არის

ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ დღეს პრიორიტეტი არსებული ბრენდების შენარჩუნებაა, ახალი ბრენდების შემოსვლა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შენარჩუნდება ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობა.   

„ამ სიტუაციაში ICR ჯგუფი ახალი ბრენდების შემოყვანას არც განიხილავს. არსებულ ბრენდებს კი ჯგუფი ამ ეტაპზე ინარჩუნებს. რაც შეეხება აქტივობას, 13-14 მარტი პირველი შაბათ-კვირა იყო, რაც შეზღუდვების შემდეგ ვიმუშავეთ, ამიტომ, ანალიზისთვის მოკლე პერიოდია.  

ზოგადი დაკვირვებით კი,შოპინგი თერაპია აღარ არის. ადამიანი დადის აუცილებელი საჭიროებისთვის და არა სპონტანური შესყიდვებისთვის.

„ახლა სპონტანური მყიდველი აღარ არსებობს, რადგან ხალხს ბევრი პრობლემა აქვს. ჯერ მარტო, ლარის 16-17%-იანი დევალვაცია, ამას მოჰყვა ვალუტაში აღებული კრედიტები, შემდეგ ხალხი დარჩა უმუშევარი. დღეს რითეილის სავალდებულო ნაწილი რაც არის, მაგის დაკმაყოფილება ხდება. გრძელვადიან პერიოდში არ ვიცით როგორ იქნება, ქვეყნის ეკონომიკაზეა დამოკიდებული,“ - აცხადებს ხაზარაძე.  

ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს.

ICR  ჯგუფი  წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.

შეგახსენებთ, 1 თებერვლიდან ქვეყანაში სავაჭრო ცენტრები გაიხსნა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022