ბიზნესი
02/05/2023

ICR ჯგუფი საქართველოში იტალიურ ბრენდს, Replay-ს აბრუნებს

ICR ჯგუფი საქართველოში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იტალიურ ბრენდს, Replay-ს აბრუნებს. როგორც კომპანიის სამეთვალურეო საბჭოს თავმჯდომარემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და Replay-ს  პირველი მაღაზია აგვისტოში  გაიხსნება.

„ეს არის „დიზელის“ კონკურენტი ბრენდი. დასაწყისში ერთ კომპანიაში მოიაზრებოდა, თუმცა შემდეგ მოხდა გაყოფა. Replay თავის დროზე იყო საქართველოში წარმოდგენილი, დაახლოებით ათი წლის წინ, თუმცა ბაზრიდან გავიდა და ახლა  ჩვენ ამ ბრენდს უკან ვაბრუნებთ,“-განმარტა კახა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ICR ჯგუფი ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის სეგმენტში გაფართოებას გეგმავს.

„ტანსაცმლის ნაწილში ჩვენ  მხოლოდ საბავშვო მიმართულებაში ვიყავით წარმოდგენილი,  ზრდასრულებისთვის არ გვქონდა მაღაზიები,  ამ სეგმენტს კიდევ გავზრდით. ამ დროისთვის სხვადასხვა კომპანიასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, თუმცა ჯერ სხვა ბრენდებთან მხოლოდ ბაზრის კვლევის ეტაპზე ვართ,“-განმარტა კახა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, Replay-ს  პირველი მაღაზია „სითი მოლში“  გაიხსნება, მოგვიანებით, შემდეგი წლიდან კი ამ ბრენდის მაღაზია ბათუმშიც გაიხსნება.

ICR ჯგუფი საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა. ჯგუფმა ოპერირება ქართულ ბაზარზე 1993 წელს დაიწყო. ჯგუფი აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023