ბიზნესი
12/05/2023

ICR ჯგუფი მაღაზიების გახსნას აზერბაიჯანსა და სომხეთში გეგმავს

ICR ჯგუფი მაღაზიების გახსნას აზერბაიჯანსა და სომხეთში გეგმავს.
 
როგორც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ჯგუფში შემავალი ბრენდების ფილიალების გატანა მეზობელ ქვეყნებში 2024 წლიდან იქნება შესაძლებელი.
 
„პანდემიამ შეგვიშალა ხელი, თორემ უფრო ადრე გვინდოდა გაშლა სამეზობლო ქვეყნებში. ამ ეტაპზე მოლაპარაკების პროცესში ვართ და მომავალი წლიდან უნდა შევიდეთ აზერბაიჯანსა და სომხეთში. ნებისმიერ ბაზარზე გასვლა მხოლოდ ერთი ბრენდით, საკმაოდ დიდი ინვესტიციაა, ამ ყველაფერს შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა სჭირდება და არ არის მარტივი. ამიტომ თუ გლობალურ ფორმატს განვიხილავთ, ალბათ ჯგუფის ნაწილში უფრო საინტერესოა,“-აღნიშნა კახა ხაზარაძემ.
 
მისივე განმარტებით, ერთ-ერთი ბრენდი, რომლითაც მომავალ წელს მეზობელ ქვეყნებში შესვლა იგეგმება, „სკარპიერაა.“
 
„სკარპიერას“ ფორმატი ჩვენ მიერაა შექმნილი. ვიყენებთ იტალიელ დიზაინერების შექმნილ ფეხსაცმლის მოდელებს. პროდუქცია კი იკერება აღმოსავლეთ ევროპაში და თურქეთის ქარხნებში. პანდემიის დროს ტრანსპორტირება ძალიან გაძვირდა და აუცილებლობა გახდა, რომ უახლოეს ბაზრებზე მოგვეძიებინა მწარმოებლები. „სკარპიერას“ რვა მაღაზიით ვართ დღესდღეობით წარმოდგენილი. მათ შორის ძირითადი ნაწილი თბილისშია განთავსებული, თბილისის გარდა ამ ეტაპზე მაღაზია გვაქვს ბათუმშიც. “-განმარტა კახა ხაზარაძემ.
 
შეგახსენებთ, ICR ჯგუფი საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა. ჯგუფმა ოპერირება ქართულ ბაზარზე 1993 წელს დაიწყო. ჯგუფი აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.
 
მათ შორის, ICR ჯგუფი აერთიანებს ფეხსაცმლის ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: "ჯეოქსი" (იტალია), "ეკკო" (დანია), "ბატა" (იტალია), "ბამბინო" (წარმოადგენს ისეთი ცნობილი ევროპული ბრენდების საბავშვო ფეხსაცმლის ხაზებს, როგორებიცააა: "ეკკო","ჯეოქსი","ბატა", "ნატურინო", "სტარი" და სხვა), "ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა (მაღაზიაში წარმოდგენილი ბრენდებია: Paul Smith, Emporio Armani, Bikkembergs, Pollini, Premiata, Rick Owens, Philippe Model,Paciotti, Dries Van Noten, Richmond, SGL, Marni, Maison Margiela, Hotto და სხვა.), "კორსო იტალია", "ავ-ლაბი" ("ბატას" ჯგუფის წევრი). 
 
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023